მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკომისიამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კომპანიების დაფინანსება შეაჩერა
ევროკომისიამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კომპანიების დაფინანსება შეაჩერა

ევროკომისიამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კომპანიების დაფინანსება შეაჩერა

BM.GE28 მაისი, 2026, 18:57|bm.ge

ევროკომისიამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან დაკავშირებული კომპანიებისთვის, ევროკავშირის სუბსიდიების გამოყოფა ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო არსებობის გამო შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, ბრიუსელი ფინანსური სახსრების გადარიცხვას მანამ არ განაახლებს, სანამ საკითხები სრულად არ გაირკვევა.

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ოფიციალური წერილის თანახმად, ეს შეზღუდვა კონგლომერატ Agrofert-ს, ასევე SynBiol-სა და Hartenberg Holding-ს შეეხება. ევროკომისიის რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჰუგო სობრალმა ჩეხეთის ხელისუფლებას შესაბამისი დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ჩეხეთის ხელისუფლებას ერთი თვის ვადა მისცა, რათა პრემიერ-მინისტრის ქმედებების ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დეტალური სამართლებრივი ანალიზი წარადგინოს. თავად ანდრეი ბაბიში კი ინტერესთა კონფლიქტის არსებობას კატეგორიულად უარყოფს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს პრობლემა ჩეხური და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებზე ბევრად უფრო ეფექტურად გადაჭრა. ბაბიშის განცხადებით, ის Agrofert-ის მფლობელი აღარ არის.

ცნობისთვის, ანდრეი ბაბიშმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გასული წლის 9 დეკემბერს დაიკავა. მან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად კონგლომერატი სპეციალურ სატრასტო ფონდში გადაიტანა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ მთავრობის მეთაურს საკუთარ ბიზნესიმპერიასთან კავშირი სრულად არ გაუწყვეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE