
„ევროკრედიტი“ გაფართოვდა - კომპანიამ თბილისში ახალი ფილიალი გახსნა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვას განაგრძობს და ფილიალების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. ამჯერად, კომპანიამ რიგით 30-ე, ფილიალი თბილისში, საბურთალოზე, პეტრე ქავთარაძის №44-ში გახსნა!
ახალ, თანამედროვე და კომფორტულ სივრცეში მომხმარებლებს ავტო და ბიზნეს სესხების მიღება მაქსიმალურად გამარტივებული პირობებით შეუძლიათ.
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ახალი ფილიალი?
• ავტო სესხი ახალი ავტომობილის შესასყიდად - აისრულეთ ოცნება და შეიძინეთ სასურველი ავტომობილი მარტივად. • დაფინანსება არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით - მიიღეთ საჭირო თანხა ნებისმიერი მიზნისთვის ისე, რომ ავტომობილი თქვენს მფლობელობაში რჩება. • ბიზნეს სესხები - სწრაფი და მოქნილი ფინანსური მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.
ტექნოლოგიები და ფიზიკური სივრცე - თქვენზე მორგებული არჩევანი
„ევროკრედიტისთვის“ ციფრული ინოვაციების გვერდით, მომხმარებელთან უშუალო, პირისპირ კომუნიკაცია კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საფინანსო პროდუქტებით სარგებლობა ონლაინ რეჟიმშიც მარტივადაა შესაძლებელი, ახალი ფილიალი შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მომსახურების ადგილზე, მშვიდ და პროფესიონალურ გარემოში მიღება.
სანდოობა და საერთაშორისო გამოცდილება „ევროკრედიტი“ საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია, რომელიც წარმატებით ოპერირებს აშშ-ში, რუმინეთსა და უკრაინაში. ქართულ ბაზარზე კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს და უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებელთა სანდო პარტნიორია.
დღეისათვის „ევროკრედიტი“ საქართველოს მასშტაბით უკვე 30 სერვისცენტრს აერთიანებს და ქსელის გაფართოებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.
ეწვიეთ ახალ ფილიალს საბურთალოზე (ქავთარაძის №44) ან იპოვეთ თქვენთვის ყველაზე ახლოს მდებარე სერვისცენტრი „ევროკრედიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე! ფილიალების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ „ევროკრედიტის“ ვებგვერდზე.
BM.GE
წყარო: bm.ge