მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 20:26|bm.ge

თიბისისთვის ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. ბანკი ხელს უწყობს რეგიონში მცხოვრები და მეწარმე ქალებისთვის პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მათი ცნობადობისა და ბიზნეს საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების ზრდას. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, თიბისიმ ფერმერი ქალების მოსავლის ფესტივალს დაუჭირა მხარი და რჩეული მონაწილე დააჯილდოვა.

ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.

ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.

ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაარუსთავი 2
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
  • უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ Binance-ის ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირი უარყო

ჩრდილოეთ კორეამ Binance-ის ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირი უარყო

BM.GE

ოქტომბერში გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა - უმეტესობა თბილისზე მოდის

ოქტომბერში გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა - უმეტესობა თბილისზე მოდის

BM.GE

ახლანდელი ეკონომიკური ზრდა ვირტუალური, უაღრესად რისკიანი და არამდგრადია|გიორგი ხიშტოვანის მოსაზრება

ახლანდელი ეკონომიკური ზრდა ვირტუალური, უაღრესად რისკიანი და არამდგრადია|გიორგი ხიშტოვანის მოსაზრება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE