მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროკრედიტმა" ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა
"ევროკრედიტმა" ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

"ევროკრედიტმა" ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

BM.GE7 ივლისი, 2026, 22:31|bm.ge

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტმა" ბათუმში ახალი, რიგით მეორე ფილიალი გახსნა - აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად აჭარის რეგიონში მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.

ახალი ფილიალი, რომელიც პეტრე ბაგრატიონის N169-ში მდებარეობს, ადგილობრივ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ სესხის აღების მარტივი და სწრაფი პროცედურით ადგილზევე, მიიღონ კონსულტაცია და შეავსონ განაცხადი სასურველ პროდუქტებზე.

როგორც სალომე გიორგბერიძე, "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს, ბათუმსა და აჭარის რეგიონში სწრაფ ფინანსურ მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია, რასაც კომპანია ახალი ფილიალის გახსნით პასუხობს.

"ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია, სადაც აქტიურად იზრდება როგორც მოსახლეობის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების მოთხოვნა მოქნილ და სწრაფ ფინანსურ მომსახურებაზე. ახალი ფილიალის გახსნით გვსურს, ჩვენი პროდუქტები და მომსახურება რეგიონის მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ", - ამბობს სალომე გიორგბერიძე.

ბათუმში რიგით მეორე ფილიალის გახსნა "ევროკრედიტის" რეგიონული გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფიზიკური მომსახურების ქსელს აქტიურად ავითარებს, რაც ციფრული პროდუქტების დანერგვის პარალელურად მიმდინარეობს.

"ევროკრედიტი", რომელიც საერთაშორისო Zuk Group-ის წევრია და წარმატებით ოპერირებს აშშ-ში, რუმინეთსა და უკრაინაში, საქართველოს 20 ქალაქში 27 ფილიალითაა წარმოდგენილი და სამომავლოდ ამ ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

ფილიალების ჩამონათვალსა და მისამართებს "ევროკრედიტის" ვებგვერდზე გაეცნობით: https://eurocredit.ge/contact

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE