
ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა
BM.GE|bm.ge
440 ხმით 151-ის წინააღმდეგ 16 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებას, რაც მიზნად ისახავს ახალი სავაჭრო დაპირისპირებისა და ტარიფების ზრდის თავიდან აცილებას.
შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი გააუქმებს ტარიფებს აშშ-ის სამრეწველო პროდუქციაზე და ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეღავათიან წვდომას მისცემს ევროპულ ბაზარზე. სანაცვლოდ, აშშ შეინარჩუნებს 15%-იან ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტეს ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ ჩარჩო შეთანხმებიდან თითქმის 11 თვის გასვლის შემდეგაც კი, ევროკავშირს არ ჰქონდა მიღებული კანონმდებლობა, რის გამოც ტრამპმა ევროკავშირს გააფრთხილა, რომ თუ ის 4 ივლისამდე არ იმოქმედებდა, აშშ „გაცილებით მაღალ“ ტარიფებს დააწესებდა.“
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge