ორიგინალი
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
BM.GE·15:21

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

26 ნოემბერი, 2026 · 15:21

დღეს, 26 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ 71 წლის პაატა ბურჭულაძეს გამოჩენილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ და ევროპულ კულტურაში, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, მათ შორის, 2025 წლის 4 ოქტომბრის დემონსტრაციების კვალდაკვალ, სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებისთვის.

სხვა რეზოლუციების მსგავსად, აქაც არის მოწოდება იმ პირების სანქცირებაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის.

რეზოლუციაში ხაზგასმულია შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობის, სასჯელის პროპორციულობისა და პატიმრობის პირობების გამო, რაც გულისხმობს ხანგრძლივ იზოლაციას, გარე სამყაროსთან მკვეთრად შეზღუდულ კონტაქტსა და არასაკმარის სამედიცინო ყურადღებას.

რეზოლუციით ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმართან და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს თვითდანიშნულ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება, ოჯახთან რეგულარული კონტაქტი, ასევე შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

მოითხოვს ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და მომიტინგეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.

კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის.

სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს. მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და კვლავ იმეორებს მოწოდებას მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესების შესახებ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

თემა: ევროპარლამენტში

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • იმედი·14:39
    შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა. რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია
  • პალიტრა ნიუსი·12:35
    საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს უყრიან — რას ითხოვენ ევროპარლამენტარები და როგორ პასუხობს „ქართული ოცნება“?
  • აჭარის ტელევიზია·12:13
    დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები
  • კომერსანტი·11:30
    ევროპარლამენტმა ევროკავშირში მედიკამენტებთან დაკავშირებულ ახალი წესებს მხარი დაუჭირა – რას ითვალისწინებს?
ევროპარლამენტში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·15:27

ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - განცხადება

ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - განცხადება
BM.GE·15:21

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო

MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
BM.GE·15:16

შენი შემდეგი თავგადასავალი იწყება - შავი პარასკევი TRANSPORTER-ში 50%-მდე ფასდაკლებით!

შენი შემდეგი თავგადასავალი იწყება - შავი პარასკევი TRANSPORTER-ში 50%-მდე ფასდაკლებით!
BM.GE·15:00

პაპუაშვილი რუსეთისგან ქართული ღვინის კომპანიების მიმართ პრაგმატულ და სამართლიან მიდგომას ელოდება

პაპუაშვილი რუსეთისგან ქართული ღვინის კომპანიების მიმართ პრაგმატულ და სამართლიან მიდგომას ელოდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.