მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა
ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

BM.GE19 აგვისტო, 2026, 18:10|bm.ge

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტებმა თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული ახალი ამბით აღნიშნეს: შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მიაღწია.

ევროპარლამენტმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

“უკანასკნელი ეროვნული კვლევის თანახმად, შვედეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2025 წელს მიაღწია ევროკავშირის მიერ დასახულ 5%-იან მიზანს (თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სტატუსისთვის).“

ეს აღიარება პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის მაღალი დონის ინსტიტუტმა ოფიციალურად ცნო შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად.

შვედეთის ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის საბჭოს (CAN) უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველდღიური მწეველობის მაჩვენებელი 3.7%-მდე შემცირდა.

კვლევის შედეგები ასევე მოწმობს, რომ მოწევის მაჩვენებლის ამ ისტორიულ შემცირებას თან ახლდა თამბაქოს და ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების მოხმარების ზრდა, როგორიცაა სნუსი, ნიკოტინის ბალიშები და ელექტრონული სიგარეტები.

ორგანიზაცია „Smoke Free Sweden“-ის ხელმძღვანელი, დოქტორი დელონ ჰუმანი, მიესალმა ევროპარლამენტის ამ აღიარებას.

„ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროპაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის,“- განაცხადა მან. “წლების განმავლობაში შვედეთის წარმატებას უარყოფდნენ, აკნინებდნენ ან აიგნორებდნენ. ახლა კი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუტმა აღიარა ის, რასაც მონაცემები მკაფიოდ აჩვენებს: შვედეთი მოწევას საბოლოოდ ამარცხებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შვედეთმა ამას აკრძალვების გარეშე მიაღწია. ქვეყანამ წარმატებას მიაღწია იმით, რომ უზრუნველყო სიგარეტის შემცირებული რისკის პროდუქტების ხელმისაწვდომობა ზრდასრული მწეველებისთვის.“

შვედეთის მიღწევა მკვეთრ კონტრასტშია ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელთან, რადგანაც EU-ში ყოველდღიური მწეველების რიცხვი 2012 წელს არსებული 28%-დან, 2025 წელს 24%-მდე შემცირდა, რაც დროის ამ ვრცელი მონაკვეთის მიუხედავად, მხოლოდ 4 პროცენტის კლებას წარმოადგენს.

იმავე პერიოდში შვედეთმა მოწევის მაჩვენებელი დაახლოებით განახევრა და ახლა ევროპაში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. მამაკაცებში ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობა 61%-ით დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, ხოლო კიბოთი გამოწვეული საერთო სიკვდილიანობა - 34%-ით.

დოქტორმა დელონ ჰუმანმა, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, აღნიშნა:

„ევროპარლამენტის მიერ შვედეთისთვის თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უნდა გახდეს გამოფხიზლების სიგნალი, თუ ევროპას სერიოზულად სურს მოწევის დასრულება, მან უნდა შეისწავლოს იმ ქვეყნის გამოცდილება, რომელმაც ამას უკვე მიაღწია“.

როგორც დოქტორმა ჰუმანმა აღნიშნა, შვედეთის ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის საბჭოს

(CAN) ბოლო მიგნებები ძალიან დამაიმედებელია. „ჩვენ ველოდებით, რომ შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო დაადასტურებს ქვეყნის თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს, როდესაც ოფიციალურ სტატისტიკას ამ წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.“

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მატარებლის ბილეთები ონლაინ: რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

მატარებლის ბილეთები ონლაინ: რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

BM.GE

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

BM.GE

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” - გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი

“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” - გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი

BM.GE

მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE