მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE19 აგვისტო, 2026, 18:00|bm.ge

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს განცხადებით ეხმაურება.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ ნაბიჯებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე დგამს.

„ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება — ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, რუსთაველის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალაზე საუბრობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „თავისუფლების მოედნის“ მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთზე აღმოჩნდა აგურის წყობები, რომლებიც შესაძლოა XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემის ნაწილი იყოს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე სავარაუდოდ X-XI საუკუნეების კერამიკული ჭურჭელიც არის აღმოჩენილი.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა უცნობია, იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენებისა და არტეფაქტების შესწავლა. ასევე, უცნობია არქეოლოგიური ზედამხედველობის განმახორციელებელი სპეციალისტის ან ჯგუფის ვინაობა.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს, რათა გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა შეისწავლონ და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური ზედამხედველობა უკეთ იყოს კოორდინირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებსიმედი
  • მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი“ ოთხჯერ დააჯარიმაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა

საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა

BM.GE

მატარებლის ბილეთები ონლაინ: რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

მატარებლის ბილეთები ონლაინ: რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

BM.GE

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

BM.GE

ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

BM.GE