მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE3 ივლისი, 2026, 18:00|bm.ge

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ანომალიურ სიცხეს 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ წინასწარია და სახელმწიფო ორგანოში რიცხვის ზრდას მოელიან.

ყველაზე მძიმე ვითარება დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,025-ს მიაღწია. ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,200 შეადგინა, ნიდერლანდებში კი სტიქიამ 480 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ხანდაზმულ მოსახლეობაზე მოდის. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა 45 წელს გადაცილებულ პირებში ფიქსირდება. ამ ქვეყანაში სახლში გარდაცვალების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 91%-ით გაიზარდა.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთაგან 530 ადამიანი 85 წელზე უფროსი ასაკის იყო, 65 წლამდე პირთა რაოდენობამ კი 180 შეადგინა.

ნიდერლანდებში ანომალიურმა კლიმატმა ძირითადად 80 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

აღსანიშნავია, რომ მაღალმა ტემპერატურამ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესი შეაფერხა და ინფრასტრუქტურაც დააზიანა. კრიტიკული დატვირთვის პირობებში მუშაობა ადგილობრივ საავადმყოფოებსაც მოუწიათ, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სიკვდილიანობის ზრდაზე.

მეცნიერების შეფასებით, ეს ექსტრემალური სიცხე კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირდება. სამედიცინო უწყებების პროგნოზით, მსხვერპლის შესახებ საბოლოო მონაცემები გაცილებით მძიმე იქნება.

ცნობისთვის, ანომალიური სიცხე ევროპაში 20-დან 28 ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ექსპერტების განმარტებით, ის რეგიონის ისტორიაში ყველაზე მძიმე კლიმატური მოვლენაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • ათასობით ევაკუირებული და მსხვერპლი - ევროპა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვისრუსთავი 2
  • საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმაიმედი
  • ფონ დერ ლაიენი: ევროპა მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის დასახმარებლად მზად არისფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

BM.GE