
ფონ დერ ლაიენი: ევროპა მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის დასახმარებლად მზად არის
ფორმულა|formulanews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის დასახმარებლად მზად არის.
"დღეს ინდონეზიიდან საშინელი ამბები გავრცელდა. ჩემი ფიქრები იმ ოჯახებს ეკუთვნით, რომლებმაც ამ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ახლობლები დაკარგეს.
სოლიდარობიდან მოქმედებამდე - ევროპა მზად არის, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მხარდასაჭერად ჩართოს „კოპერნიკი“, ჩვენი „თვალები ცაში“.
ინდონეზია, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", - წერს ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში, ფლორესის რეგიონში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge