მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპაში რეკორდულმა სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ევროპაში რეკორდულმა სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ევროპაში რეკორდულმა სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

BM.GE29 ივნისი, 2026, 16:55|bm.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში უპრეცედენტო სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. როგორც ირკვევა, მხოლოდ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათის შემდეგ ქვეყანაში სიკვდილიანობის 1,000-მდე შემთხვევა აღრიცხა. არსებული ინფორმაციით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა. თუმცა დაფიქსირდა 74 ისეთი ფაქტიც, როცა მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის ფონზე ტბებსა თუ მდინარეებში დაიხრჩვნენ.

კონტინენტის მასშტაბით ტემპერატურის ისტორიული მაქსიმუმი რამდენიმე სახელმწიფოში უკვე დაფიქსირდა. გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერი პიკურ მონაკვეთში 41.7 გრადუსამდე გათბა. ჩეხეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით კი პრაღის ჩრდილოეთით ტემპერატურამ 41.1 გრადუსს მიაღწია. პარალელურად, პოლონეთში სინოპტიკოსებმა 40.5 გრადუსი დააფიქსირეს.

რაც შეეხება ექსტრემალურ კლიმატურ პირობებზე რეაგირებას, ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა მკაცრი ზომების მიღება უკვე დაიწყეს. საფრანგეთის დედაქალაქში ღია სივრცეში ალკოჰოლის მიღება აიკრძალა და არაერთი დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა. ნიდერლანდებში, საფრთხის წითელი დონის გამოცხადების შემდეგ, მუსიკალური ფესტივალი გააუქმეს.

ცნობისთვის, გლობალური დათბობის ფონზე, ევროპა მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად თბება. როგორც ჯანმოში განმარტავენ, ივნისის რეკორდული ტემპერატურა ე.წ. "სათბურის" ეფექტის ბრალია. განმარტებისთვის, ეს არის პროცესი, როცა ატმოსფეროში ჩამომავალი ჰაერი იკუმშება და დედამიწის ზედაპირთანვე თბება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მეორიდან მე-15 საფეხურზე ახტომაა - გოჩა ცოფურაშვილი

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა მეორიდან მე-15 საფეხურზე ახტომაა - გოჩა ცოფურაშვილი

BM.GE

ნათია თურნავამ "ქართუ ბანკისგან" 2025 წელს $604 000-ის იპოთეკური სესხები აიღო

ნათია თურნავამ "ქართუ ბანკისგან" 2025 წელს $604 000-ის იპოთეკური სესხები აიღო

BM.GE

„გრადა საბურთალოს“ პროექტში 230 ბინიდან 94 პრესეილის პირველ ორ დღეში გაიყიდა

„გრადა საბურთალოს“ პროექტში 230 ბინიდან 94 პრესეილის პირველ ორ დღეში გაიყიდა

BM.GE

რობერტ ლევანდოვსკი ამერიკულ კლუბ "ჩიკაგო ფაიერში" ითამაშებს

რობერტ ლევანდოვსკი ამერიკულ კლუბ "ჩიკაგო ფაიერში" ითამაშებს

BM.GE