მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპულ ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება
ევროპულ ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

ევროპულ ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

BM.GE14 ივნისი, 2026, 00:30|bm.ge

ბრიუსელი საერთო მოხმარების (გასაქირავებელ) ელექტროსკუტერებს კრძალავს.

სახიფათო ტარების, ტროტუარების ჩახერგვისა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო, წლების განმავლობაში არსებული საჩივრების შემდეგ, ბელგიის დედაქალაქმა განაცხადა, რომ 2027 წლის იანვრიდან გასაქირავებელი ელექტროსკუტერები მისი ქუჩებიდან გაქრება.

ამით ის უერთდება იმ ევროპული ქალაქების მზარდ სიას, რომლებიც ტრანსპორტის ძალიან პოპულარულ სახეობაზე უარს ამბობენ.

ბრიუსელმა გამოაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილი ორი ელექტროსკუტერების ოპერატორის - Bolt-ისა და Dott-ის ლიცენზიებს ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.

2027 წლიდან ბრიუსელში მხოლოდ საერთო მოხმარების ველოსიპედების დაქირავება იქნება შესაძლებელი.

ეს გადაწყვეტილება ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული ინციდენტების მნიშვნელოვან ზრდას მოჰყვა.

The Brussels Times-ი რეგიონულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხოლოდ 2025 წელს ავარიების შედეგად 666 ადამიანი დაშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ელექტროსკუტერების დიზაინის გამო, დაზიანებები უფრო მძიმეა და ავარიაში მოხვედრილი მძღოლები ხშირად თავისა და სახის ტრავმებს იღებენ.

ასევე არსებობს შეშფოთება, რომ არასწორად პარკირებული სკუტერები საჯარო გზებზე გადაადგილებას აფერხებენ და პრობლემებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ ხანდაზმულ ადამიანებს უქმნიან.

ბრიუსელის მთავრობამ ასევე გაამჟღავნა, რომ სკუტერებს ნარკორეალიზატორები და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები იყენებდნენ და რომ 2025 წელს ისინი 25 სროლის ინციდენტში ფიგურირებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ელექტროსკუტერებზე უარს ამბობს, ის გააძლიერებს ველოსიპედების გაზიარების ქსელს და ქუჩებში ელექტროველოსიპედების ხელმისაწვდომობის გაფართოებას გეგმავს.

ბრიუსელი ნამდვილად არ არის პირველი ქალაქი ევროპაში, რომელმაც საერთო მოხმარების ელექტროსკუტერები აკრძალა; მადრიდმა, პარიზმა და პრაღამ ისინი ხმარებიდან უკვე ამოიღეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE