მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფალსიფიკაციის სივრცე უნდა დავიწროვდეს“ - რატომ განიხილება ვაზის და ღვინის კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებით
„ფალსიფიკაციის სივრცე უნდა დავიწროვდეს“ - რატომ განიხილება ვაზის და ღვინის კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებით

„ფალსიფიკაციის სივრცე უნდა დავიწროვდეს“ - რატომ განიხილება ვაზის და ღვინის კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებით

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 20:21|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ მეღვინეობა-მევენახეობის სექტორში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები დარგის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

ასე უპასუხა მან პლენარულ სხდომაზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვისას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის - სოფიო ხორგუანის კითხვას, რატომ არ ჰქონია ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან ან სპეციალისტებთან და რა საჭიროა კანონში ინიციირებული ცვლილებების დაჩქარებულად განხილვა.

„განმარტებით ბარათში გიწერიათ, რომ არავისთან გქონიათ კონსულტაცია. მაინტერესებს, რატომ ფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებისთვის არ გჭირდებოდათ ბიზნესთან, მწარმოებლებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია? და ეს დაჩქარებული წესით განხილვაც - რატომ არის ნორმად ქცეული? თან იქ [განმარტებით ბარათში] გიწერიათ, რომ ეს არა ახალი რეგულაციების დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზნით, არამედ რაღაც გარდამავალი პერიოდის შესაქმნელად ხდება. მაშინ რაში გვჭირდება დაჩქარებულად ამ კანონის მიღება? გვემსჯელა და მეტი სპეციალისტი ჩართულიყო ამ საქმეში“, - მიმართა ხორგუანმა ეზუგბაიას.

„სახელმწიფო კონტროლი უნდა გაძლიერდეს და ფალსიფიკაციის სივრცე მეტად უნდა დავიწროვდეს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ დეპუტატის საპასუხოდ და განმარტა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად სწორედ გარდამავალ პერიოდში სააგენტოს მხრიდან სათანადოდ მომზადებისთვის მიიღება.

ზურაბ ეზუგბაიამ ისიც აღნიშნა, რომ სანქციების შესახებ უფრო მეტი კანონპროექტის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ბიზნესთან კონსულტაციების მხრივ გარწმუნებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეღვინეობის და მევენახეობის დარგის სპეციალისტებთან თითქმის ყოველდღიურ კონტაქტშია - იქნება ეს რთველის პერიოდში თუ რთველის პერიოდის მიღმა, პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში თუ სხვა ელემენტებში, გამოფენების ფორმატში... არაერთგზის გაჟღერებულა, რომ სახელმწიფო კონტროლი უნდა განვითარდეს, უნდა გაძლიერდეს და ფალსიფიკაციის სივრცე მეტად უნდა დავიწროვდეს. რა მოქმედებები, რა დისპოზიცია ან სანქციები იქნება გამოყენებული ამ ნაწილში - ეს, ბუნებრივია, კანონის მიღების შემდგომ იქნება ცნობილი. სწორედ ამიტომ გარდამავალ პერიოდსაც ჩვენ რამდენიმე თვის სახით ვიღებთ, რომელიც ერთის მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს სათანადო მომზადებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი სექტორის სრულ ინფორმირებას და მზაობას უზრუნველყოფს იმისათვის, თუ რა ახალი რეგულაციები შემოვა და როგორი რეგულირება იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. პირობითად, 2027 წლის 1 აპრილს რაღაც ღონისძიების განხორციელება რომ შევძლოთ, ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია საჭირო. თუ ნორმები არ არის შემუშავებული, თუ ბიუჯეტის მხრიდან მანამდე არ იქნა დაფინანსება უზრუნველყოფილი, თუ შესყიდვის საფუძველი არ ექნა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ბუნებრივია, ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება - დაჩქარების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება: ის ალკოჰოლიანი სასმელის წარმოებიდან ბაზარზე განთავსებამდე სახელმწიფო კონტროლს (უვნებლობის გარდა) სრულად უზრუნველყოფს. ცვლილებებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ემატება ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხისა და სერტიფიცირების სრული კონტროლი არა მხოლოდ წარმოების ეტაპზე, არამედ უკვე მაღაზიებსა და ბაზარზეც, რასაც აქამდე სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებდა, ხოლო სურსათის სააგენტოს მხოლოდ სასმლის უვნებლობის შემოწმების ფუნქცია რჩება. შესაბამისად, ღვინის სააგენტო გააკონტროლებს ადგილობრივ ბაზარზე გატანილი ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს, ეტიკეტის სისწორეს და დარღვევებზე თავად გამოწერს ჯარიმებს. ამასთან, იმპორტირებული სპირტიანი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი დაექვემდებარება სერტიფიცირებას. ეს, განმარტებითი ბარათის თანახმად, დადებითად აისახება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაზე, ხარისხიანი ღვინის წარმოებასა და მომხმარებელთა სანდოობის ამაღლებაზე. ასევე დარეგულირდება სახელმწიფო ენოთეკასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირებისა და კონტროლის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება და ახალი სანქციები წესდება. პაკეტს ახლავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებიც. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენისთვის ჯარიმა ხუთმაგდება და 5 000 ლარი იქნება (ნაცვლად 1 000 ლარისა), ხოლო იმავე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისას - 10 000 ლარი (ნაცვლად 2 000 ლარისა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანონში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან რომ არ ყოფილიყო ნეგატიური დამოკიდებულება და აქციები არ დაეორგანიზებინათ, მეტ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი კანონი უკვე ევროპაში - ზვიად შალამბერიძე სლოვენიაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებაზერუსთავი 2
  • გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევსფორმულა
  • ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერატვ პირველი
  • აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი
კანონში →

მსგავსი სტატიები

Shark|Ninja რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს - რუსთავში ახალი შოურუმი გაიხსნა

Shark|Ninja რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს - რუსთავში ახალი შოურუმი გაიხსნა

BM.GE

Sanofi ფარმაცევტულ კომპანია Insmed-ს $41 მილიარდად იყიდის

Sanofi ფარმაცევტულ კომპანია Insmed-ს $41 მილიარდად იყიდის

BM.GE

საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება

საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება

BM.GE

ინტელიექსპრესი ოქროს ლომბარდის ბარათის მფლობელებს საერთაშორისო შენაძენებზე 20%-იან ქეშბექს სთავაზობს

ინტელიექსპრესი ოქროს ლომბარდის ბარათის მფლობელებს საერთაშორისო შენაძენებზე 20%-იან ქეშბექს სთავაზობს

BM.GE