მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის
FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE1 აგვისტო, 2026, 01:36|bm.ge

FAO საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (SRCA) თანამშრომლობით ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტს ქმნის, რომელიც ადგილობრივი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების იდენტიფიკაციასა და დაცვას მოემსახურება.

კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) თბილისში დაინტერესებული მხარეები შეკრიბა ცხოველური გენეტიკური რესურსების (AnGR) შესახებ გამართულ სემინარზე. აღნიშნულ შეხვედრას საველე ვიზიტები მოჰყვა საქართველოს მთიან რეგიონებში, სადაც FAO-ს გუნდმა მონაცემები შეაგროვა ქვეყანაში ადგილობრივი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების დაცვის მიზნით, რაც უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯიშის იდენტიფიკაციის ახალი ინსტრუმენტის შემუშავებას მოიცავს.

"მისია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან (SRCA). ის ორიენტირებული იყო საქართველოში პირუტყვის ჯიშების შესახებ მონაცემების შეგროვების, მართვისა და გაზიარების გაუმჯობესებაზე. ეს მონაცემები შემდეგ ხვდება FAO-ს ცხოველთა შინაური ჯიშების მრავალფეროვნების საინფორმაციო სისტემაში (DAD-IS) – გლობალურ საინფორმაციო ბაზაში, რომელიც ცხოველთა 38 სახეობის თითქმის 9 000 ჯიშს აღრიცხავს. საქართველოს ამჟამად 48 ჯიში აქვს რეგისტრირებული DAD-IS-ში – 40 ადგილობრივი და 8 რეგიონული ტრანსსასაზღვრო ჯიში. აღნიშნული ჯიშების დაახლოებით ნახევრისთვის მოწოდებული კონსერვაციის სტატუსის შესახებ მონაცემები უკვე მოწოდებულია, თუმცა რამდენიმე ჯიშს პოპულაციის ზომის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილი არაა. მისიის ფარგლებში განხორციელებული სემინარი კი საქართველოს ჯიშების გადაშენების რისკის მონიტორინგის სისტემის შექმნაშიც ეხმარება", - წერია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE