მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს
"ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს

"ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს

BM.GE25 მაისი, 2026, 02:20|bm.ge

ბათუმში მდებარე პრემიუმ კლასის ავეჯის საწარმომ „მობილია ბათუმმა“ მიმდინარე წელს პროდუქციაზე ფასები გაზარდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სოფო ვარშანიძე BM.GE-სთან ფასების ზრდას ძირითადად ნედლეულის გაძვირებით ხსნის.

ვარშანიძის განცხადებით, განსაკუთრებით გაზრდილია MDF-ის ჯგუფის მასალების ფასი, რამაც პროდუქციის თვითღირებულება გააძვირა. შედეგად, კომპანია იძულებული გახდა, რომ ფასები დაეკორექტირებინა.

„მოგეხსენებათ, ნედლეულის ფასებზე ძალიან ვართ დამოკიდებული. განსაკუთრებით MDF-ის ჯგუფის მასალები დაახლოებით 20%-ით არის გაძვირებული, რაც ავტომატურად გვაიძულებს ფასებში გარკვეული კორექცია გავაკეთოთ. საბოლოოდ, ჯამურად სადღაც 10-15%-იანი ზრდა გამოგვივიდა პროდუქციაზე. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბაზრის რეალობამ გვაიძულა ამ ნაბიჯზე წავსულიყავით“, - განაცხადა სოფო ვარშანიძემ.

მან ასევე ისაუბრა ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში გარკვეულმა გარე ფაქტორებმა პროცესების ნაწილი შეაფერხა: „ბოლო რამდენიმე თვე, სიმართლე გითხრათ, ისრაელში მიმდინარე ომმაც საკმაოდ შეაჩერა ბაზარი. არსებული პროექტების ნაწილიც კი გაჩერდა, მაგრამ მაისიდან უკვე აშკარად ჩანს გამოცოცხლება, როგორც ბაზარზე, ისე ჩვენს საქმიანობაშიც. ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაში ვართ - უკვე დასრულებული პროექტების ინსტალაციები მიმდინარეობს. პარალელურად ვემზადებით სეზონისთვის“, - აღნიშნა ვარშანიძემ და დასძინა, რომ ავეჯის საწარმოს დასაქმებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, საწარმოს წლევანდელი ზრდა დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია. "მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით წლის მეორე კვარტალიდან“, - აღნიშნა სოფო ვარშანიძემ.

ვარშანიძე ასევე აცხადებს, რომ კომპანია ექსპორტის მიმართულებითაც მუშაობს, თუმცა პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა და ძირითადი აქცენტი ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე კეთდება. „ევროპისა და არაბეთის ბაზრები განიხილება. თუმცა ჯერ აქტიური ექსპორტი არ დაგვიწყია, რადგან არსებული წარმოება სრულად დატვირთულია ადგილობრივი შეკვეთებით“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პრემიუმ ხარისხის ავეჯის საწარმო „მობილია ბათუმი“ გასულ წელს გაიხსნა. 5 000 კვ.მ ფართობზე განვითარებული წარმოება, რომელიც 10 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, სპეციალიზდება კორპორატიული ავეჯის წარმოებაში და მომხმარებელს წარმოების სრულ ციკლს - ესკიზიდან საბოლოო მონტაჟამდე სთავაზობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართაიმედი
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE