მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასების კომისიამ სიღრმისეული დასკვნა დადო - ირაკლი კობახიძე
ფასების კომისიამ სიღრმისეული დასკვნა დადო - ირაკლი კობახიძე

ფასების კომისიამ სიღრმისეული დასკვნა დადო - ირაკლი კობახიძე

BM.GE4 მაისი, 2026, 22:00|bm.ge

"საბოლოო ჯამში ძალიან სიღრმისეული დასკვნა ვიხილეთ" - ასე შეაფასა "ფასების საპარლამენტო კომისიის" მუშაობა ირაკლი კობახიძემ სომხეთში ქართული მედიის ნაწილთან საუბრისას.

ჟურნალისტმა პრემიერს "ფასების სამთავრობო კომისიის" მუშაობის შედეგებზე დაუსვა შეკითხვა, რომელიც კობახიძემ უპასუხოდ დატოვა.

"ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ბიზნესთან თანამშრომლობით იმ სრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც იდენტიფიცირებულია მიწოდების ჯაჭვში. რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ზუსტად ეს არის პოპულიზმი, როდესაც აცხადებენ და იყო ინიციატივა, რომ აქციზი და დღგ განახევრებულიყო... ეს ბიუჯეტის 810 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს, ესეც კი არავის დაუანგარიშებია. არავის გაუკეთებია ეს განცხადება, რომ კი 810 მილიონით შემცირდება ბიუჯეტი, მაგრამ ეს რაღაცით უნდა დაკომპენსირდეს", - განაცხადა კობახიძემ.

ფასების ფორმირება საცალო ქსელებში, საწვავისა და მედიკამენტების ბაზრებზე არ არის ერთმნიშვნელოვნად მარჟების პრობლემა - "ფასების საპარლამენტო კომისიამ" თითქმის ორ თვე ნახევრიანი მუშაობის შემდეგ დაასკვნა, რომ თითოეულ სეგმენტში ფასზე მოქმედებს განსხვავებული, მაგრამ სისტემურად დაკავშირებული ფაქტორები, ხოლო საერთო სურათი ფორმირდება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპის ერთობლივი გავლენით.

კომისიის დასკვნით, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით. მასზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საბრუნავი კაპიტალის ღირებულება, კომერციული პირობები, ლოგისტიკა და გარე ეკონომიკური ფაქტორები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE