მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფასების კომისიის" დასკვნამ "გადაჭარბებულ ფასნამატზე" პრემიერის ეჭვები გააქარწყლა|უცნობია, რა დაასკვნა სუს-მა
"ფასების კომისიის" დასკვნამ "გადაჭარბებულ ფასნამატზე" პრემიერის ეჭვები გააქარწყლა|უცნობია, რა დაასკვნა სუს-მა

"ფასების კომისიის" დასკვნამ "გადაჭარბებულ ფასნამატზე" პრემიერის ეჭვები გააქარწყლა|უცნობია, რა დაასკვნა სუს-მა

BM.GE2 მაისი, 2026, 23:25|bm.ge

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ეჭვები, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე „გადაჭარბებულ ფასნამატს“ შეეხებოდა, ფაქტობრივად, გააქარწყლა.

საქმე ის არის, რომ „ფასების კომისიის“ მიერ 1 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საცალო სექტორი [FMCG] ანუ სუპერმარკეტები მომგებიანობის გადაჭარბებულ მარჟებზე არ მუშაობენ. მეტიც, "ქართული ოცნების" დეპუტატებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა დასკვნას, სადაც წერია, რომ "რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით“.

„სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ:

• საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით; • საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე; • ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები; • ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით“, - წერია შოთა ბერეკაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებულ „ფასების კომისიის“ დასკვნაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

"ფასების კომისიის" 106-გვერდიან დასკვნაში ცალ-ცალკეა გაანალიზებული, როგორც სადისტრიბუციო კომპანიების, ისე საცალო ქსელების ანუ მაღაზიების ბაზრის სტრუქტურა. შესაბამისად, "ფასების კომისიის" დასკვნის თანახმად, "საცალო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ იგი ოპერირებს დაბალმარჟიან მოდელში, რომელიც თავსებადია ევროპულ პრაქტიკასთან". შეფასებას თან ერთვის ინფოგრაფიკიც:

"ფასების კომისიის" მიერ მომზადებულ დოკუმენტში შეფასებულია, სასურსათო პროდუქტის ფასის ფორმირებაში მონაწილე კიდევ ერთი რგოლი - იმპორტიორები და დისტრიბუტორები. კვლევის ფარგლებში შესწავლილი, დაახლოებით, 20 იმპორტიორისა და დისტრიბუტორის ფინანსური და ბიზნესმოდელის ანალიზის შედეგად, კომისიამ დაასკვნა, რომ დისტრიბუციის რგოლი ფუნქციონირებს მაღალი ბრუნვის და სექტორის სტანდარტთან შედარებით მაღალი მარჟის მოდელში.

"ფასების კომისიის" დასკვნას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

შეგახსენებთ, „ფასების კომისიის“ შექმნას და ასევე, სუს-ის მიერ ფასების საკითხის გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა სწორედ ირაკლი კობახიძის ვიდეო-განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები „გადაჭარბებული ფასნმატით“ მუშაობდნენ. მეტიც, კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც.

"ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები, რაც შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მთავარია, დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. როგორც წესი, ჭარბი ფასნამატი გამოწვეულია ხოლმე ასეთი ტიპის გარიგებებით,“ - არქივი ინახავს ირაკლი კობახიძის ამ კომენტარსაც, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მისი განცხადება ეფუძნებოდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ „დეტალურ შეფასებას“.

"ცოტა ხნის წინ ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, მოემზადებინა დეტალური შეფასება. მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სუს-ი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება“, – ამბობდა ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 25 დეკემბერს.

ცნობისთვის: ჯერჯერობით, საჯარო არაა, რა დაადგინა სუს-მა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებასიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE