მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

BM.GE30 ივლისი, 2026, 02:13|bm.ge

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული ინფორმაციით, კომიტეტის 9 წევრმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 3.5%-დან 3.75%-მდე დიაპაზონში შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებას კი კომიტეტის 3 წევრი დაუპირისპირდა, რომლებმაც ინფლაციური წნეხის შემცირების მიზნით მაჩვენებლის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდა მოითხოვეს, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ განაკვეთის მომატებას კლივლენდის ფედერალური რეზერვის პრეზიდენტი ბეთ ჰამაკი, მინეაპოლისის წარმომადგენელი ნილ კაშკარი და დალასის ხელმძღვანელი ლორი ლოგანი ითხოვდნენ. მათი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია, რადგან ინფლაცია უწყების 2%-იან სამიზნე ნიშნულს უკვე ხუთ წელზე მეტია აჭარბებს.

საყურადღებოა, რომ შიდა აზრთა სხვადასხვაობა ცენტრალური ბანკის ახალი თავმჯდომარის, კევინ უორშისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რადგან ის მონეტარული პოლიტიკის დაპირებისამებრ გატარებას სრულფასოვნად ვერ ახერხებს. როგორც ცნობილია, უწყების ხელმძღვანელმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა იმ პირობით მოიპოვა, რომ ის მონეტარულ პოლიტიკას მკვეთრად შეამსუბუქებდა, თუმცა უკვე მე-2 შეხვედრაა, ის ამ შედეგს ვერ აღწევს.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ეკონომიკური აქტივობა მყარად ფართოვდება და ეს ხერხდება იმის მიუხედავადაც კი, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო დაძაბულობა ნარჩუნდება. FED-ის შეფასებით, ამ დროისთვის სამუშაო ადგილების ზრდა სამუშაო ძალის დინამიკას შეესაბამება, უმუშევრობის დონე კი სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა ნაკლებია.

ამჟამად, ფინანსურ ბაზრებზე არსებობს მოლოდინი, რომ FED-ი საპროცენტო განაკვეთს სექტემბრის შეხვედრაზე გაზრდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მნიშვნელოვან გარე და შიდა ეკონომიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა ჰორმუზის სრუტის ერთობლივად მართვაზე ომანს უარი უთხრა

ირანმა ჰორმუზის სრუტის ერთობლივად მართვაზე ომანს უარი უთხრა

BM.GE

მთავრობა სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს|ბიუჯეტი ₾30,6 მლნ-ია

მთავრობა სკოლებისთვის 14 600 ცალ ლეპტოპს ყიდულობს|ბიუჯეტი ₾30,6 მლნ-ია

BM.GE

"ბიოლში" $52 მილიონია ჩადებული და კიდევ $25 მილიონის ინვესტირებაა საჭირო|თამაზ მჭედლიძის გეგმები

"ბიოლში" $52 მილიონია ჩადებული და კიდევ $25 მილიონის ინვესტირებაა საჭირო|თამაზ მჭედლიძის გეგმები

BM.GE

ფერმერისთვის, რომელსაც მუთაქაში ფული აქვს, აგროთანადაფინანსება ძალიან კარგი პროექტია - ბექა გონაშვილი

ფერმერისთვის, რომელსაც მუთაქაში ფული აქვს, აგროთანადაფინანსება ძალიან კარგი პროექტია - ბექა გონაშვილი

BM.GE