მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და სხვა სპორტის სახეობების კლუბებსაც დააფინანსებს
„ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და სხვა სპორტის სახეობების კლუბებსაც დააფინანსებს

„ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და სხვა სპორტის სახეობების კლუბებსაც დააფინანსებს

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 16:35|bm.ge

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და მას „საქართველოს სპორტის განვითარების ფონდი“ ეწოდება. ორგანიზაცია ფეხბურთის გარდა, სხვა სათამაშო სახეობებში მოასპარეზე კლუბებისა და შესაბამისი პირების დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.

ცვლილება ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.

ახალი წესით, დასაფინანსებელ სათამაშო სახეობებს საქართველოს სპორტის სამინისტრო განსაზღვრავს, ხოლო კონკრეტულ კლუბებსა და სუბიექტებს ფონდი შეარჩევს, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების წარდგინების საფუძველზე.

განკარგულება ასევე ადგენს მუნიციპალური დაფინანსების წესს. კერძოდ, ფონდიდან დაფინანსებული სპორტული კლუბები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. გამონაკლისი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით წინასწარ განისაზღვრება კლუბის ნაწილობრივი თანადაფინანსების მოდელი.

ცალკე პირობა განისაზღვრა საკალათბურთო კლუბებისთვისაც. დასაფინანსებელი კლუბი რეგისტრირებული და ფუნქციონირებადი უნდა იყოს იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის სახელითაც შეჯიბრებაში მონაწილეობს. ეს მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვრცელდება.

განკარგულებით სრულად იცვლება ფონდის გამგეობის შემადგენლობაც. გამგეობის თავმჯდომარე სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იქნება, მისი მოადგილე კი მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი.

გამგეობის წევრებად განისაზღვრებიან სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბაქრაძე, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბოლოთაშვილი და სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ჩარგაზია.

მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინური იუანის აქტივების წილი საქართველოს სავალუტო რეზერვებში 15%-მდე გაიზრდება - ნათია თურნავა

ჩინური იუანის აქტივების წილი საქართველოს სავალუტო რეზერვებში 15%-მდე გაიზრდება - ნათია თურნავა

BM.GE

როგორია გაზის ფასი საქართველოში - სად ღირს ყველაზე იაფი/ძვირი?

როგორია გაზის ფასი საქართველოში - სად ღირს ყველაზე იაფი/ძვირი?

BM.GE

"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილის გადადგომაზე

"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილის გადადგომაზე

BM.GE

სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე

სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე

BM.GE