მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე

სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 17:12|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარს "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს. როგორც მან მედიასთან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კარგია რომ პროკურატურას დროულად მიმართეს.

კითხვას, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, თურნავა ასე პასუხობს: "ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტალური მოკვლევა ჩავატარეთ. მაგრამ ნამდვილად ასე არის ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა და, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მის განცხადებას გადადგომის შესახებ", - ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. “რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით სებ-ის საბჭოს წევრი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის შემდეგ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯი” ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა.

2026 წლის 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. ნანა ყეინიშვილმა კი 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმებაფორმულა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურარუსთავი 2
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

8 წელი იდეიდან რეალობამდე - ყაზბეგში ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ გაიხსნა

8 წელი იდეიდან რეალობამდე - ყაზბეგში ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ გაიხსნა

BM.GE

„ზამთრის დაბალი სეზონი რომ არ დაიკარგოს“ - რატომ იღებს პარლამენტი აზარტულ თამაშებზე კანონს დაჩქარებულად

„ზამთრის დაბალი სეზონი რომ არ დაიკარგოს“ - რატომ იღებს პარლამენტი აზარტულ თამაშებზე კანონს დაჩქარებულად

BM.GE

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი

BM.GE

ევროპაში თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება: InexPay მომხმარებლებს SEPA გადარიცხვებს სთავაზობს

ევროპაში თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება: InexPay მომხმარებლებს SEPA გადარიცხვებს სთავაზობს

BM.GE