მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფერმერისთვის, რომელსაც მუთაქაში ფული აქვს, აგროთანადაფინანსება ძალიან კარგი პროექტია - ბექა გონაშვილი
ფერმერისთვის, რომელსაც მუთაქაში ფული აქვს, აგროთანადაფინანსება ძალიან კარგი პროექტია - ბექა გონაშვილი

ფერმერისთვის, რომელსაც მუთაქაში ფული აქვს, აგროთანადაფინანსება ძალიან კარგი პროექტია - ბექა გონაშვილი

BM.GE30 ივლისი, 2026, 02:48|bm.ge

მიუხედავად იმისა, რომ აგროთანდაფინანსების ახალი მოდელი ეფექტურია ფინანსური მაქინაციების პრევენციისთვის, ის სერიოზულ ბარიერს უქმნის მათ, ვისაც პროექტის დასაწყებად საკუთარი კაპიტალი არ გააჩნია - ამის შესახებ BMG-სთან ფერმერი ბექა გონაშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, ძველი მოდელით, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების და საბანკო სესხის მიღება ერთდროულად იყო შესაძლებელი, რაც ინვესტორს საქმის დაწყებას უადვილებდა. ახალი წესით კი, ფერმერმა ჯერ სრულად უნდა განახორციელოს პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ აუნაზღაურებს სახელმწიფო ხარჯის 50%-ს. ფერმერი მიიჩნევს, რომ ახალი მოდელი მომხიბვლელია მხოლოდ იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც თავისუფალი კაპიტალი უკვე გააჩნიათ.

„აქტივობა აუცილებლად შემცირდება. ადრე, ბანკში მიხვიდოდი, ფული მოგეცემოდა და საქმის კეთება და სახელმწიფოს მხრიდან თანხის ჩართვა ერთდროული პროცესი იყო. დღეს კი, ფერმერმა ჯერ საქმე უნდა გააკეთოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს სრული თანხა - საკუთარი, ან ბანკის მიერ სრულად დაფინანსებული.

თუ ისეთი ფერმერია, რომელსაც "მუთაქაში" ფული აქვს, მისთვის ეს ძალიან კარგი პროექტია. თუმცა, მათთვის, ვინც მხოლოდ საბანკო სექტორზეა დამოკიდებული, ხელმისაწვდომობა დაიკლებს. ამ პროექტს აღარ აქვს ისეთი მიმზიდველობა არასასოფლო-სამეურნეო ინვესტორისთვის, რომელიც დარგში ახლა შემოდის,“ - აღნიშნავს გონაშვილი BMG-სთან

მისივე თქმით, ეს მოდელი უფრო მეტად მცირე და საშუალო ბიზნესზე (SME) არის მორგებული, ხოლო მიკრო-ბიზნესისთვის აგრო-პროექტებზე ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად, იზღუდება.

„სოფლის მეურნეობაში ინვესტიციას ხშირად ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც სხვა მომიჯნავე ბიზნესი აქვთ. მათთვის ეს მოდელი ნაკლებად მიმზიდველია, რადგან რისკები იზრდება. ბანკებთან მოლაპარაკებაც უფრო რთულდება, რადგან ფერმერს თავიდანვე სჭირდება სრული კაპიტალის მობილიზება.

მიკრობიზნესისთვის ეს არ იქნება ადვილი და აქ მგონია, რომ უფრო მეტად შემცირდება მიმართვიანობა. თუმცა, ეს საკმაოდ კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელსაც ძალიან ბევრი, ხშირად მიმართავდა - აგროსესხად წაიღებდა ფულს და შეიძლება, ლილოზე შემოეტანა კონტეინერით ტანსაცმელი. ამ თვალსაზრისით, ეს პროექტი ძალიან სწორია, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად, ბევრი რამეა დასახვეწი და შესაძლებელია მისი უფრო კარგად გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულად გასვლა, ვიდრე დღეს გვაქვს“ - ამბობს ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, საყურადღებოა სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტებიც - გაუგებარია, რატომ არის მერძეულ მიმართულებაზე 10-მილიონიანი ლიმიტი, ხოლო მეხორცულზე - მხოლოდ 1-2 მილიონის ფარგლებში.

ფერმერის განმარტებით, მეხორცული მიმართულება გაცილებით რთულია ფულადი ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით - თუ მერძეული პირუტყვი შემოსავალს 3-4 თვეში იძლევა, მეხორცული სანაშენე საქონლის შემოყვანისას ფერმერს პირველი შემოსავლის მისაღებად 20-24 თვე ლოდინი უწევს. ეს კი დარგს ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

„მეხორცული ფერმერი, რომელიც შემოიყვანს სანაშენე დედა პირუტყვს, შემოყვანიდან ყველაზე ადრე, როცა მას შემოსავლის მოტანა შეუძლია, (მოგებაზე აქ არაა საუბარია) დაახლოებით, 20-24 თვეა. ანუ ორი წელიწადი ელოდები, რომ პირველი შემოსავალი მიიღო - ცხოველი უნდა დაიბადოს, გაიზარდოს, მისი რეალიზაცია მოხდეს. ამიტომ, „ქეშფლოუში“ ყველაზე არამიმზიდველი მეხორცული მიმართულების სანაშენე პირუტყვის შემოყვანაა. მაშინ როდესაც მერძეულის შემოყვანის შემთხვევაში, სამ თვეში რძეს მოიგებს, და ის უკვე „ფულს წერს“, - განმარტავს ბექა გონაშვილი.

ცნობისთვის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს. განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სიმსივნეების შემთხვევები 12.7%-ით გაიზარდა - რომელი დაავადებები იყო გავრცელებული 2025 წელს?

საქართველოში სიმსივნეების შემთხვევები 12.7%-ით გაიზარდა - რომელი დაავადებები იყო გავრცელებული 2025 წელს?

BM.GE

Ford-მა 2026 წლის მეორე კვარტალში $48.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო

Ford-მა 2026 წლის მეორე კვარტალში $48.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო

BM.GE

გამოცდები დასრულდა - როგორი იყო გამოცხადების მაჩვენებელი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებში?

გამოცდები დასრულდა - როგორი იყო გამოცხადების მაჩვენებელი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებში?

BM.GE

ცივი საწყობების ფართობი 365 000 კვ.მ-მდე გაიზარდა - როგორია საქონლის შენახვის ფასი? | G&T

ცივი საწყობების ფართობი 365 000 კვ.მ-მდე გაიზარდა - როგორია საქონლის შენახვის ფასი? | G&T

BM.GE