მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის დავალიანების გადავადება იგეგმება - ასოციაცია
ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის დავალიანების გადავადება იგეგმება - ასოციაცია

ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის დავალიანების გადავადება იგეგმება - ასოციაცია

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 02:00|bm.ge

ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნუგზარ კევლიშვილის ინფორმაციით, დარგის კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათი განიხილება.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით განიხილება კომპანიებისთვის ელექტროენერგიის დავალიანებებზე საშეღავათო პერიოდის მიცემა, რაც მათ წარმოების განახლებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ დარგი ელექტროენერგიის მსხვილი პირდაპირი მომხმარებელია.

"მიმდინარეობს მუშაობა, ეკონომიკის სამინისტროც ეხმარება კომპანიებს, სამუშაო ჯგუფია შექმნილი, იგეგმება ელექტროენერგიაზე დავალიანების მქონე კომპანიებს გაუკეთდეთ გადახდის გრაფიკი და მიეცეთ საშეღავათო პერიოდი, რათა საწარმოებმა შეძლონ ამუშავება და ეტაპობრივად დაფარონ დავალიანება. იმედი გვაქვს, ამასობაში სხვა ბაზრებზეც, ევროპასა და ამერიკაშიც, გაიზრდება ფასები და გაზაფხულზე დანარჩენი საწარმოებიც ჩაერთვებიან",- ამბობს ის.

მიმდინარე ტენდენციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, რასაც საბაზო ეფექტი განაპირობებს, დარგში მძიმე ვითარება ნარჩუნდება და სტაბილურად მხოლოდ 2 საწარმო მუშაობს.

2026 წლის 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მლნ დოლარს მიაღწია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 219 921 ტონა შეადგინა, რაც 37%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ძირითადი გასაღების ბაზრებია თურქეთი (19%-იანი წილი ჯამურ მოცულობაში), აშშ (15%) და ირანი (10%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის მაისში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინეთში 879,000-ზე მეტი AI-ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა

2026 წლის მაისში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინეთში 879,000-ზე მეტი AI-ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა

BM.GE

არ ვთვლი, რომ ekalata-მდე ნაკლები კონკურენცია იყო ბაზარზე - ვანო მესტიაშვილი

არ ვთვლი, რომ ekalata-მდე ნაკლები კონკურენცია იყო ბაზარზე - ვანო მესტიაშვილი

BM.GE

უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა, თუმცა ხშირად ბინადრობის ნებართვაზე იღებენ უარს - GLCC

უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა, თუმცა ხშირად ბინადრობის ნებართვაზე იღებენ უარს - GLCC

BM.GE

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

BM.GE