
ფეროშენადნობთა ექსპორტი 51%-ით გაიზარდა - სად ვყიდით მას
2026 წლის 10 თვეში ფეროშენადნობთა ექსპორტი 50.7%-ით გაიზარდა და 263.3 მლნ დოლარს მიაღწია.
მთლიან ექსპორტში 3.8%-იანი წილით ფეროშენადნობები საქართველოს მეოთხე უმსხვილეს სასაქონლო პოზიციაზეა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 219 921 ტონა შეადგინა, რაც 37%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამასთან, 1 ტონა ფეროშენადნობის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია: მასზე მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 18.3% მოდის.
მთლიანობაში კი 2026 წელს ფეროშენადნობთა 10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
• თურქეთი - 48.1 მლნ აშშ დოლარი (40,833.1 ტონა) • აშშ - 39 მლნ აშშ დოლარი (32,786.2 ტონა) • ირანი -31.1 მლნ აშშ დოლარი (22,522 ტონა) • ნიდერლანდები - 21.2 მლნ აშშ დოლარი (18,467 ტონა) • ალჟირი - 18.3 მლნ აშშ დოლარი (15,000 ტონა) • იტალია - 16.2 მლნ აშშ დოლარი (14,058.1 ტონა) • კანადა - 12.4 მლნ აშშ დოლარი (11,000 ტონა) • ესპანეთი - 12.2 მლნ აშშ დოლარი (10,854 ტონა) • ეგვიპტე - 12 მლნ აშშ დოლარი (9,456.2 ტონა) • საბერძნეთი - 10.9 მლნ აშშ დოლარი (8,900 ტონა)
BM.GE
წყარო: bm.ge