მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FIFA კონტრაქტის გაწყვეტის წესს ცვლისს
FIFA კონტრაქტის გაწყვეტის წესს ცვლისს

FIFA კონტრაქტის გაწყვეტის წესს ცვლისს

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 00:40|bm.ge

2027 წლის იანვრიდან ფიფა მე-17 მუხლში ცვლილებებს შეიტანს, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტასა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულებას არეგულირებს.ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ჩემპიონატებმა კონტრაქტები ახალ მოდელს უნდა მოარგონ. ამ მოდელის თანახმად, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის ღირებულება გარიგების პირობების პროპორციული და გონივრული უნდა იყოს. იდეა მარტივია: არცერთ მხარეს აღარ შეეძლება თანხის ხელოვნურად გაზრდა იმისთვის, რომ მოთამაშის წასვლა დაბლოკოს.

გამოცემა Sport-ის ცნობით, ეს ცვლილება მოჰყვა ჩაშლილი ტრანსფერების სერიას, რაც გამოწვეული იყო არარეალურად მაღალი გამოსასყიდი თანხებით ან კლუბების უარით, ეწარმოებინათ მოლაპარაკება ფეხბურთელის გაშვებაზე, რომელსაც წასვლა სურდა. სწორედ ეს მოხდა გასულ ზაფხულს ხულიან ალვარესსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის.ახალი წესის მთავარი მიზანი კლუბებსა და მოთამაშეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებული დავების შემცირებაა, ზუსტად ისეთი კონფლიქტების, როგორიც ლასანა დიარას საქმეში ვიხილეთ. ფიფას ამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელთა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.აქამდე ოფიციალური პირები ფინანსური კომპენსაციის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავდნენ. არ არსებობდა ზუსტი მეთოდი და ნათელი კრიტერიუმები, რის გამოც გადაწყვეტილებები ხშირად რადიკალურად განსხვავებული და გაუთვლელი იყო. სწორედ ამიტომ, ფიფამ მუხლის გადაწერა გადაწყვიტა, რათა ის უფრო გამჭვირვალე, ობიექტური და პროგნოზირებადი გახდეს. ორივე მხარეს უკვე შეეძლება კონტრაქტში კომპენსაციის ღირებულებაზე შეთანხმება, რაც ზარალის სრულად დაფარვის გარანტიას იძლევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძე

BM.GE

წელს ვამატებთ 7,5კმ გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12.5 კმ - ლევან დარსალია

წელს ვამატებთ 7,5კმ გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12.5 კმ - ლევან დარსალია

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

ირანელებს ალტერნატიული გზების მოძიება მოუწევთ საქართველოში მოსახვედრად - იასე ზაუტაშვილი

ირანელებს ალტერნატიული გზების მოძიება მოუწევთ საქართველოში მოსახვედრად - იასე ზაუტაშვილი

BM.GE