მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფიფას მშვიდობის პრემია შესაძლოა გაუქმდეს
ფიფას მშვიდობის პრემია შესაძლოა გაუქმდეს

ფიფას მშვიდობის პრემია შესაძლოა გაუქმდეს

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 03:52|bm.ge

ფიფას მშვიდობის პრემია შესაძლოა წლის ბოლოს გაუქმდეს - დონალდ ტრამპისთვის, აშშ-ის პრეზიდენტისთვის, პირველი ჯილდოს გადაცემიდან სულ რაღაც 12 თვის შემდეგ.

ციურიხში გამართულ ფიფას საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაციის ფეხბურთის სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი შეაფასებს, რამდენად მიზანშეწონილია პრემიის არსებობის გაგრძელება, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით ყოველწლიურად უნდა გადაცემულიყო.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დონალდ ტრამპს მშვიდობის პრემია 2025 წლის დეკემბერში, ვაშინგტონში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრამდე გადასცა. თუმცა ჯილდო ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ფიფას საბჭოს ოფიციალურად არ შეუთანხმებია.

ახლა 22-კაციანმა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარის მოადგილეც „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი ხავიერ ძანეტია, უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა პრემიის გადაცემა და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა ფორმით.

შეფასების ფარგლებში კომიტეტმა შესაძლოა დაასკვნას, რომ ჯილდო პოლიტიკოსებს აღარ უნდა გადაეცემოდეთ. მეორე შესაძლო ვარიანტია პრემიის სრულად გაუქმება.

2025 წლის ნოემბერში ფიფამ გამოაცხადა, რომ ყოველწლიური პრემია გადაეცემოდა ადამიანებს, რომლებმაც მშვიდობისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ნაბიჯები გადადგეს და „მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები გააერთიანეს“.

საბოლოოდ, პრემია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

Nike-ის ახალი მთავარი სახე მაიკლ ოლისე გახდება

BM.GE

748%-ით გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული ტურიზმი - როგორია ეკ. კავშირები ირანთან, რომლის პრეზიდენტსაც კობახიძე შეხვდა?

748%-ით გაზრდილი ექსპორტი და შემცირებული ტურიზმი - როგორია ეკ. კავშირები ირანთან, რომლის პრეზიდენტსაც კობახიძე შეხვდა?

BM.GE

როდის დაიწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშების რეგისტრაცია? - აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

როდის დაიწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშების რეგისტრაცია? - აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

BM.GE

“არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდია ბევრი ხარჯის კომპენსირებას გვიკეთებს” – “ქართული აგროპროდუქტები”

“არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდია ბევრი ხარჯის კომპენსირებას გვიკეთებს” – “ქართული აგროპროდუქტები”

BM.GE