მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინანსების კატეგორია - ზრდა, ICT - კლება | ივნისში jobs.ge-ზე 7 801 ვაკანსია გამოქვეყნდა
ფინანსების კატეგორია - ზრდა, ICT - კლება | ივნისში jobs.ge-ზე 7 801 ვაკანსია გამოქვეყნდა

ფინანსების კატეგორია - ზრდა, ICT - კლება | ივნისში jobs.ge-ზე 7 801 ვაკანსია გამოქვეყნდა

BM.GE29 ივლისი, 2026, 21:35|bm.ge

2026 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7,801 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (+4.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-21.8%).

თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+13.7%), ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია ერთადერთია, სადაც კლება დაფიქსირდა (1.3%).

2026 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, ანუ მეორე კვარტალში, jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 21,341 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.

2026 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით:

• გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 5,698 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტია; • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 4,402 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტია. • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 4,853 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

BM.GE