მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინანსთა სამინისტრო აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დამატებით პირობებს განსაზღვრავს
ფინანსთა სამინისტრო აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დამატებით პირობებს განსაზღვრავს

ფინანსთა სამინისტრო აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დამატებით პირობებს განსაზღვრავს

BM.GE14 ივლისი, 2026, 03:55|bm.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №180 ბრძანებით, შეიცვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანება და განისაზღვრა აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭების დამატებითი პირობები.

BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის თანახმად, ახალი წესით, გადასახადის გადამხდელს აქტიური სტატუსი შეიძლება მიენიჭოს, თუ მის სახელზე რეგისტრირებულია მოქმედი POS-ტერმინალი, მობილური POS-ტერმინალი ან ელექტრონული კომერციის ტერმინალი, გახსნილი აქვს აქტიური საბანკო ანგარიში, გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტი, მინიჭებული აქვს მიკრო, მცირე ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, ან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და აღნიშნული რეგისტრაცია ძალაშია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აქტიური გადამხდელის სტატუსის მინიჭებისთვის მოქმედებს სხვა კრიტერიუმებიც, მათ შორის ახლად რეგისტრაცია, კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა და საკონტროლო-სალარო აპარატზე ბრუნვის დაფიქსირება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით გადასახადის გადამხდელს შეიძლება მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი: აქტიური გადამხდელი, პასიური გადამხდელი, არამეწარმე ფიზიკური პირი ან ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთანიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE