მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება უამრავი კომპანიის დაჯარიმებას და საგადასახადო დავებს გამოიწვევს" - Kreston Georgia
"ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება უამრავი კომპანიის დაჯარიმებას და საგადასახადო დავებს გამოიწვევს" - Kreston Georgia

"ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება უამრავი კომპანიის დაჯარიმებას და საგადასახადო დავებს გამოიწვევს" - Kreston Georgia

BM.GE12 ივლისი, 2026, 10:35|bm.ge

აუდიტორული კომპანიების ნაწილს მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც ფიზიკური პირის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების დაბეგვრის წესებს ეხება, არსებულ საგადასახადო კანონმდებლობას და პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

როგორც აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი BMG-სთან განმარტავს, საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, თუკი საწარმოს პარტნიორი უკან იღებს კაპიტალში შეტანილ უძრავ ქონებას, ის დაუბეგრავად არა საბაზროს, არამედ მხოლოდ მისი თვითღირებულების ტოლფასს თანხას მიიღებს. შესაბამისად, სხვაობა საბაზროსა და თვითღირებულებას შორის დაიბეგრება.

დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება პრაქტიკაში არაერთ პრობლემას წარმოქმნის. მისი თქმით, მათ შორის ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ქონების თავდაპირველი თვითღირებულების დადგენა. ამიტომ Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი ელის, რომ კომპანიების დაჯარიმებები გახშირდება, რაც საგადასახადო დავების რაოდენობასაც გაზრდის.

“გამოიცა ფინანსთა სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ისევ უკან გამოტანის დროს დაბეგვრას. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი და კანონთან შეუსაბამო ახალი მიდგომა ჩამოყალიბდა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მხრიდან. საგადასახადო კანონმდებლობის და აქამდე არსებული პრაქტიკის მიხედვითაც, მათ შორის დავების პრაქტიკას ვგულისხმობ, როდესაც ხდებოდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალში ქონების შეტანა, ქონება საბაზრო ფასით ფასდებოდა და შემდგომში კაპიტალის შემცირების დროს დაბეგვრა დივიდენდით, ანუ 15 და 5%-ით არ ხდებოდა, თუ კაპიტალიდან გამოტანილი ქონება არ აღემატებოდა კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულებას.

მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე არსებული მიდგომით და დღევანდელი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვითაც, ფიზიკურ პირს შპს-ში 50%-ზე მეტი წილის სანაცვლოდ მილიონი ლარის ღირებულების შენობა რომ შეეტანა, რომლის თვითღირებულება მაგალითად იქნებოდა 600 000 ლარი, კანონი და შემოსავლების სამსახურის მიდგომა პირდაპირ ამბობდა, რომ არა თუ 600 000-ის გამოტანა შეიძლებოდა დაუბეგრავად კაპიტალიდან იმავე დამფუძნებლის მიერ, არამედ მილიონ ლარამდე თანხის, ანუ საბაზრო ფასი რაც იყო. ეს დასტურდება საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერით, თუ შეიძლება ორაზროვანი ჩანაწერი დავარქვათ ამას, მაგრამ კანონმდებლობაში აშკარად წერია, რომ შეტანილი ქონების გამოტანის დროს თვითღირებულებას კი არ უნდა შევხედოთ, აქცენტი არის ამ ქონების ღირებულებაზე.

ჩვენდა გასაკვირად გამოიცა საჯარო გადაწყვეტილება, სადაც პრინციპულად ახალ მიდგომას აყალიბებს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური და ამბობენ, რომ შეტანილი აქტივის თვითღირებულება უნდა დადგინდეს. დავუშვათ, თუ მილიონის საბაზრო ღირებულების შენობის თვითღირებულება 600 000 იქნება, 600 000-ის გამოტანა შეიძლება დაუბეგრავად, თუ 100 000 იქნება - 100 000. ეს არის პირველ რიგში, კანონის საწინააღმდეგო მიდგომა, იმიტომ რომ კანონში არსად არ წერია, რომ მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალში შეტანილი ქონების თვითღირებულების ფარგლებში შეიძლება გამოტანა დაუბეგრავად.

ეს ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობს, იმიტომ რომ უამრავი შემთხვევაა, როცა ფიზიკურ პირებს აქვთ აშენებული შენობა, ხარჯის დოკუმენტი არ გააჩნიათ და ფაქტობრივად გამოდის, რომ არსაიდან ქონების შეტანის და გამოტანის დროს წარმოიქმნება დასაბეგრი ბაზა. აქ მეორე პრობლემაა კიდევ, გამომდინარე იქიდან, რომ ქონება უბრალოდ ძალიან გაძვირდა ბოლო პერიოდში, შეიძლება ქონება ნაყიდი იყოს 10-15 წლის წინ და დღეს უკვე მილიონი ლარი ღირდეს ეს შენობა.

ეს შეიძლება გავრცელდეს წინა წლებზეც და ფიზიკურ პირს 20 წლის წინ აშენებული შენობის საბუთი შეიძლება გაუხდეს მოსაძიებელი. ამის გამო შეიძლება ძალიან დიდი სხვაობაც წარმოიქმნას თვითღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის. თუ ეს [საჯარო გადაწყვეტილება] ასე დარჩა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოქმნის, უამრავი კომპანიის დაჯარიმებას გამოიწვევს, უამრავი საჩივარი შევა ამის გამო ფინანსთა სამინისტროს დავების სისტემაში, სასამართლოში და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს იმ სიტუაციას, რაც საგადასახადო დავების დროს გვაქვს”, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და განაცხადა, რომ ასე იქნება მანამ, ვიდრე "აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება"

ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და განაცხადა, რომ ასე იქნება მანამ, ვიდრე "აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება"

BM.GE

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

BM.GE

"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არსებობს ქართული ჩაი" - სექტორი ჩაის პოპულარიზაციაში დახმარებას ითხოვს

"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არსებობს ქართული ჩაი" - სექტორი ჩაის პოპულარიზაციაში დახმარებას ითხოვს

BM.GE

სამუშაოები მიმდინარეობს, ზარალი ჯერ არ ვიცით - თელავის მერის მოადგილე

სამუშაოები მიმდინარეობს, ზარალი ჯერ არ ვიცით - თელავის მერის მოადგილე

BM.GE