მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ისინი თურქი სამართალდამცველების მიერ თურქეთის რესპუბლიკის მასშტაბით, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ.

დგინდება, რომ აღნიშნული პირების ნაწილს დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.საპოლიციო ღონისძიებას წინ უძღვოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თურქ სამართალდამცველებთან მჭიდრო კოორდინაციით დაიგეგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • 1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტროBM.GE
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

იმედი

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის  52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

იმედი

მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა

მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა

იმედი