მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 16:02|bm.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია.

მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი არდაზიშვილი გახდა, რომელსაც აქამდე მოადგილის პოსტი ეკავა.

როგორც ირკვევა, გიორგი არდაზიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი გელაშვილი შეცვალა, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის მამუკა მდინარაძის კადრად განიხილებოდა. "ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ და მეც... ერთობლივად გადავწყვიტეთ და მირჩევნია", - ასე უპასუხა "პირველების" კითხვას გადადგომის მიზეზებზე თავად გიორგი გელაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს მერაბ გამყრელიძის მეორე მოადგილედ კი, მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან კონსტანტინე ქათამაძე დაინიშნა. ის 2019-2026 წლებში 'საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა - ბოლო ორი წელი კი, პროექტების მენეჯერი იყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ ახლად დანიშნული მოადგილე კონსტანტინე ქათამაძე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დღეს წარუდგინა და მისი პროფესიული გამოცდილება გააცნო.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის, პროფესიული სტანდარტების დაცვისა და დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე დავით არდაზიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - წერია პრესრელიზში.

ცნობისთვის: საგამოძიებო სამსახურის უფროს მერაბ გამყრელიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე წელს, 14 სექტემბერს დაინიშნა, სულ ორი მოადგილე ჰყავს.

გიორგი არდაზიშვილის და კონსტანტინე ქათამაძის საქმიან ბიოგრაფიას სრულად აქ გაეცნობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

BM.GE

"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე

"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე

BM.GE

რატომ დაეშვა Wizz air თბილისში ავარიულად - განცხადება

რატომ დაეშვა Wizz air თბილისში ავარიულად - განცხადება

BM.GE

,,თუში კონცეპტის” Family Office - თანამედროვე ფინანსური კულტურა ქართულ ბაზარზე

,,თუში კონცეპტის” Family Office - თანამედროვე ფინანსური კულტურა ქართულ ბაზარზე

BM.GE