მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ,,თუში კონცეპტის” Family Office - თანამედროვე ფინანსური კულტურა ქართულ ბაზარზე
,,თუში კონცეპტის” Family Office - თანამედროვე ფინანსური კულტურა ქართულ ბაზარზე

,,თუში კონცეპტის” Family Office - თანამედროვე ფინანსური კულტურა ქართულ ბაზარზე

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 16:00|bm.ge

კაპიტალის მართვა მხოლოდ ინვესტიციის განხორციელება არ არის. ის სწორი შესაძლებლობის დანახვას, იდეის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასა და ისეთი ბიზნესმოდელის შექმნას გულისხმობს, რომელსაც განვითარების პოტენციალი გრძელვადიან პერსპექტივაშიც აქვს.

სწორედ ამ პრინციპით ოპერირებს „თუში კონცეპტი“, - კომპანია, რომელიც Family Office-ის მოდელით აერთიანებს ინვესტიციებს, სტრატეგიულ ხედვასა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარებას. მისი დამფუძნებლის - დავით თუშიშვილისთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ კაპიტალის დაბანდება კი არა, იმ იდეების აღმოჩენა-განვითარებაა, რომლებსაც ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლიათ.

Family Office-ის მოდელი გლობალურ ბიზნესგარემოში კაპიტალის მართვისა და ოჯახის ფინანსური ინტერესების გრძელვადიანი დაგეგმვის ერთ-ერთი დამკვიდრებული ფორმაა. მისი შესაძლებლობები მხოლოდ ფინანსური რესურსების განაწილებით არ შემოიფარგლება: ის შეიძლება, მოიცავდეს საინვესტიციო სტრატეგიას, აქტივების დივერსიფიკაციასა და ბიზნესპროექტების განვითარებაში მონაწილეობასაც.

კომპანია პროექტებში მონაწილეობს როგორც პირდაპირი ინვესტიციით, ისე იდეური კონცეფციის დონეზე: კრავს გუნდს, ახორციელებს პირველად ინვესტირებას, ხოლო ოპერაციული პროცესების აწყობის შემდეგ სტრატეგიული ზედამხედველის როლში გადადის და დამკვეთს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

„Family Office-ის იდეა ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ ახალი ხედვაა, თუმცა მისი არსი არა მხოლოდ კაპიტალის დაბანდებაში, არამედ პროექტების სტრატეგიულ განვითარებაშია“, - ამბობს დავით თუშიშვილი.

„ტერმინალი“ - თანამედროვე ხედვა და ახალი ბიზნესეკოსისტემა

ახლებური ხედვა და ინოვაციური პროექტებით პირველობა ქართულ ბაზარზე, „თუში კონცეპტის” ხელწერაა. დავით თუშიშვილმა წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვებული ცოდნა-გამოცდილება საქართველოში თამამ ბიზნეს-იდეებად აქცია. ასე გაჩნდა 2016 წელს საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“. Co-working კონცეფცია ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი შეთავაზება იყო, თუმცა სირთულეების მიუხედავად, თავის დამკვიდრება შეძლო და დღეს უკვე შვიდ ფილიალს აერთიანებს. ამასთან ერთად, „ტერმინალი“ დამფუძნებლებისთვისაც ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების წყაროდ იქცა. სწორედ აქ გაჩნდა, მაგალითად, IT სკოლის იდეაც, რომელმაც 3-4-წლიანი ბაკალავრიატის მოკლევადიანი, ეფექტური ალტერნატივა შექმნა.

„როდესაც პირველი სამუშაო სივრცეები შევქმენით, ისინი ქართველი მომხმარებლისთვის ძალიან უცხო აღმოჩნდა. თუმცა დროთა განმავლობაში უამრავი ადამიანის მოზიდვა შეძელით. მე პირადად ვმასპინძლობდი ჩვენს მომხმარებლებს. საბოლოოდ, „ტერმინალი“ უბრალოდ ოფისად კი არ დარჩა, არამედ იდეების გაცვლისა და ადამიანების ‘“Life style“-ის შეცვლის პლატფორმად იქცა,“ - ყვება დავით თუშიშვილი.

ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერა „თუში კონცეპტის“ საინვესტიციო ხედვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია. „ტერმინალის“ წარმატების შემდეგ კომპანიის პორტფელში გაჩნდა პროექტები, რომლებიც ბაზარს სრულიად ახალ, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Hapttic - ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესანალიტიკა

„თუში კონცეპტის“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგიური პროექტია Hapttic - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ციფრულ სივრცეში ბრენდის აღქმისა და რეპუტაციის ანალიზში ეხმარება. იგი აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს მედიიდან, სოციალური ქსელებიდან და ამ ინფორმაციას ბიზნესისთვის პრაქტიკულ, სტრატეგიულ რეკომენდაციებად გარდაქმნის.

მულტიენობრივი მხარდაჭერისა და გლობალური პოტენციალის წყალობით Hapttic-ი რეგიონულ დონეზე ისეთ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Mastercard, Adjara Group, SilkNet და Toyota.

„ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პლატფორმის შესაძლებლობების გაფართოებაზე, მათ შორის - პოდკასტებისა და ვიდეოკონტენტის, კერძოდ, YouTube-ის მასალების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომპლექსური ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება-სისტემატიზაციას შეძლებს, არამედ მას კონკრეტულ ანალიტიკურ დასკვნებად და ბიზნესისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნის”, - ამბობს დავით თუშიშვილი.

ZeWood და Togas Georgia - არქიტექტურა, ტექსტილი და სივრცის ესთეტიკა

ტექნოლოგიური სტარტაპების გვერდით კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინიციატივებს, რომლებიც არქიტექტურას, დიზაინსა და სახლის სივრცის ესთეტიკას უკავშირდება. სწორედ ამ ხედვის ნაწილია ZeWood და Togas Georgia, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ცხოვრების ხარისხისა და ინტერიერის მოწყობის ახალი კულტურა შემოაქვთ.

ZeWood სპეციალიზებულია ბუნებრივი ხის მასალების, ავეჯისა და ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიმართულებით. კომპანია საქართველოში ისეთი გლობალური ლიდერების ექსკლუზიური დისტრიბუტორია, როგორებიცაა ესტონური Thermory (თერმულად მოდიფიცირებული ხე) და იტალიური ALPI (დეკორატიული ხის შპონი).

Togas Georgia კი „თუში კონცეპტის“ ერთ-ერთი უახლესი საერთაშორისო მიმართულებაა. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბერძნული ბრენდი Togas სახლის პრემიუმ ტექსტილითა და დეკორაციით არის ცნობილი. პირველი ბუტიკი თბილისში, East Point-ში გაიხსნა და მომხმარებელს უკვე ემსახურება. სამომავლოდ ქსელის გაფართოება დედაქალაქთან ერთად ბათუმშიც იგეგმება.

ODA Courtyard Collection - უძრავი ქონება, როგორც ინვესტიცია ცხოვრების ხარისხში

მრავალფეროვან გამოცდილებასა და სტრატეგიულ ხედვას „თუში კონცეპტი“ დღეს კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტში - ODA Courtyard Collection-ში აერთიანებს.

დეველოპმენტის სექტორში შესვლა კომპანიისთვის პირველი, თუმცა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მასშტაბურ მშენებლობაში ჩართულობა ბაზრის სიღრმისეულ ანალიზსა და სწორ სტრატეგიულ გათვლებს მოითხოვს. ამ გამოწვევას „თუში კონცეპტმა“ ისანში, ODA Courtyard Collection-ის პროექტში სტრატეგიული პარტნიორობითა და გამოცდილ პროფესიონალთა გუნდთან გაერთიანებით უპასუხა.

ODA Courtyard Collection აერთიანებს რეზორტის სიმშვიდეს, სასტუმროს ხარისხის მომსახურებას, ბუნებას და საკუთარი სახლის შეგრძნებას - სახლის, სადაც ყოფნა გინდა და სადაც ყველაფერი ნაფიქრია.

„დეველოპმენტი საკმაოდ კომპლექსური სფეროა, სადაც უამრავი დეტალისა და რთული პროცესის გათვალისწინება გიწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, უძრავი ქონების მიმართულებით სწორი, საიმედო პარტნიორობით შევსულიყავით. ODA Courtyard Collection-ში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიზნესის სტრატეგიული გათვლა და პროექტის კონცეპტუალური განვითარება ერთიან, მდგრად პროდუქტად ვაქციოთ" - განმარტავს თუშიშვილი.

დღეს ODA Courtyard Collection-ში ვქმნით გარემოს, სადაც 2-ჰექტრიანი შიდა ეზო, უსაფრთხოება და მრავალწლიანი ნარგავები ერწყმის ერთმანეთს.

თანამედროვე მყიდველის ჰორიზონტი გაიზარდა. ზოგი ბინას ეძებს საცხოვრებლად, ზოგი - საინვესტიციოდ ან შვილის მომავლისთვის. ეს პროექტი ყველა ამ ინტერესს აკმაყოფილებს“ - დასძენს „თუში კონცეპტის“ დამფუძნებელი.

საერთაშორისო ბაზარზე მიღებული გამოცდილება, „ტერმინალით“ დაწყებული ინოვაციები და ODA Courtyard Collection-ის მასშტაბი ნათლად აჩვენებს „თუში კონცეპტის“ მთავარ ხელწერას. Family Office-ის პრინციპებზე დაყრდნობით კომპანია ავითარებს კონცეფციებს, სადაც ბიზნესის სტრატეგიული გათვლა, ახალი შესაძლებლობების გაჩენა და ადამიანზე ზრუნვა ერთიან ეკოსისტემას ქმნის.

დამატებითი ინფორმაცია Tush Concept-ის პროექტების შესახებ

როგორც უკვე აღვნიშნე, Tush Concept-ის ინტერესებისა და პროექტების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და ბიზნესის სრულიად განსხვავებულ მიმართულებებს მოიცავს. იმ ორი პროექტის გარდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, მსურს, გამოვყო კიდევ სამი მიმართულება, რომელთაგან თითოეულს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

Hapttic - ინოვაცია ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესანალიტიკის გადაკვეთაზე

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროექტია Hapttic — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება, უკეთ გაიგონ, როგორ აღიქვამენ მომხმარებლები მათ ბრენდებს ციფრულ საინფორმაციო სივრცეში.

Hapttic საშუალებას იძლევა, შეგროვდეს, შეფასდეს და გაანალიზდეს ინტერნეტში ბრენდის შესახებ არსებული ინფორმაციის ფართო სპექტრი: მომხმარებელთა შეფასებები, სოციალურ ქსელებში ხსენებები, მედიაპუბლიკაციები, სტატიები და სხვა ციფრული წყაროები.

ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პლატფორმის შესაძლებლობების გაფართოებაზე, მათ შორის - პოდკასტებისა და ვიდეოკონტენტის, კერძოდ, YouTube-ის მასალების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომპლექსური ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება-სისტემატიზაციას შეძლებს, არამედ მას კონკრეტულ ანალიტიკურ დასკვნებად და ბიზნესისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნის.

შესაბამისად, Hapttic კომპანიებს ეხმარება არა მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის მონიტორინგში, არამედ უფრო ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ზრდის შესაძლებლობების გამოვლენასა და გვეხმარება პროდუქტების, სერვისებისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.

განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ რეგიონულ დონეზე უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა Mastercard, Adjara Group, SilkNet და Toyota.

Hapttic-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი გლობალური პოტენციალია. პლატფორმა სხვადასხვა ენას უჭერს მხარს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მისი გამოყენების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აფართოებს და ენობრივ ბარიერებს პრაქტიკულად გამორიცხავს.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვასა და საინვესტიციო რაუნდის დახურვაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ პროდუქტის ტექნოლოგიური განვითარება, გავაფართოოთ პლატფორმის ფუნქციონალი და გავიდეთ ახალ საერთაშორისო ბაზრებზე.

ZeWood — ბუნებრივი მასალები, არქიტექტურა და სივრცის ესთეტიკა

ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ZeWood — კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ბუნებრივი ხის მასალების, ავეჯის, განათებისა და ინტერიერისა თუ გარე სივრცეების მოწყობისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებებზე.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალების შეთავაზება, არამედ არქიტექტორების, დიზაინერებისა და მომხმარებლების შთაგონება ისეთი გამორჩეული სივრცეების შესაქმნელად, სადაც ბუნებრივი ესთეტიკა, ფუნქციურობა და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ვართ Thermory-ს და Alpi-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი. Thermory წამყვანი ესტონური ბრენდია, რომელიც თერმულად მოდიფიცირებული ხის მასალების წარმოებაზეა სპეციალიზებული.

ALPI კი ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია ინოვაციური, მაღალი ხარისხის დეკორატიული ხის შპონის წარმოებაში და გამოირჩევა ბუნებრივი მასალის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნიკალური შერწყმით.

Thermory-ს პროდუქცია ფართოდ გამოიყენება თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში — შენობების ფასადებისა და ინტერიერის მოპირკეთებით დაწყებული, საუნებით, აუზების მიმდებარე სივრცეებით, ტერასებითა და ღია სივრცეებით დასრულებული. ეს ის მიმართულებებია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკას, გამძლეობასა და ბუნებრივი მასალების ხარისხს.

ZeWood-ის თბილისში მდებარე შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, პირადად გაეცნონ ჩვენს კოლექციებს, შეიგრძნონ ბუნებრივი ხის ფაქტურა, დაათვალიერონ სხვადასხვა ტექსტურა და დამუშავების ვარიანტი, შეარჩიონ სწორედ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ სივრცეს განსაკუთრებულ ინდივიდუალურობას შესძენს.

ამ მიმართულებას საქართველოს ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ვავითარებთ. აქტიურად ვაცნობთ არქიტექტორებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და საბოლოო მომხმარებლებს ბუნებრივ ხეზე დაფუძნებული თანამედროვე გადაწყვეტილებების უპირატესობებს.

ჩვენთვის ZeWood მხოლოდ მასალების დისტრიბუცია არ არის. ეს არის სურვილი, ხელი შევუწყოთ არქიტექტურასა და დიზაინში ბუნებრივი ხის აღქმისა და გამოყენების ახალი კულტურის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებაში დიდ პოტენციალს ვხედავთ და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს წლებში ZeWood საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

Togas Georgia — სახლის ტექსტილის საერთაშორისო ბრენდი საქართველოს ბაზარზე

და ბოლოს, მსურს, გამოვყო ჩვენი ერთ-ერთი უახლესი მიმართულება — საერთაშორისო ბერძნული ბრენდის, Togas-ის განვითარება საქართველოში. Togas ცნობილია სახლის ტექსტილისა და სახლისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის პროდუქციით.

ამ პროექტის ფარგლებში თბილისში, სავაჭრო ცენტრ East Point-ში გავხსენით Togas Georgia-ს პირველი საფირმო ბუტიკი.

დღეს ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ბრენდის განვითარებასა და საქართველოს ბაზარზე მისი პოზიციონირების გაძლიერებაზე. ჩვენი გეგმები მოიცავს საცალო სავაჭრო ქსელის გაფართოებას, ახალი ლოკაციების გახსნას როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ქვეყანაში Togas-ის პოზიციების შემდგომ განმტკიცებას.

ჩვენთვის ეს პროექტი საინტერესოა არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით, არამედ იმ შესაძლებლობითაც, რომ ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მდიდარი ისტორიის მქონე საერთაშორისო ბრენდი, რომელიც გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხითა და სახლის სივრცის ესთეტიკისადმი განსაკუთრებული მიდგომით.

მრავალფეროვანი მიმართულებები, როგორც ჩვენი ბიზნესფილოსოფიის ნაწილი

როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, ჩვენი ბიზნესინტერესები მართლაც მრავალფეროვანია და სრულიად განსხვავებულ სფეროებს აერთიანებს - ხელოვნური ინტელექტიდან და ტექნოლოგიური ინოვაციებით დაწყებული, სამშენებლო მასალებით, არქიტექტურით, დიზაინითა და პრემიუმ საცალო ვაჭრობით დასრულებული.

ერთი შეხედვით, ეს მიმართულებები შესაძლოა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს, თუმცა მათ აერთიანებს ჩვენი საერთო მიდგომა ბიზნესისადმი: ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ პერსპექტიული ნიშები, განვავითაროთ ხარისხიანი პროდუქტები, ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები და შევქმნათ პროექტები, რომლებიც ბაზრისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.

სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს Tushi Concept-ის ფილოსოფიის საფუძველს და განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი განვითარების მიმართულებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

BM.GE

"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე

"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე

BM.GE

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

BM.GE

რატომ დაეშვა Wizz air თბილისში ავარიულად - განცხადება

რატომ დაეშვა Wizz air თბილისში ავარიულად - განცხადება

BM.GE