მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Fitch-მა Silk Road-ის რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით
Fitch-მა Silk Road-ის რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით

Fitch-მა Silk Road-ის რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 14:58|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Silk Road Group Holding LLC-ის საკრედიტო რეიტინგი 'BB-' დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე შეინარჩუნა.

8 ოქტომბრის შეფასებაში აღნიშნულია, რომ რეიტინგები ასახავს Silk Road-ის მიერ Silknet-ის ფლობას. კერძოდ, Fitch აღნიშნავს, რომ Silknet-ი საქართველოში სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელსაც ბაზარზე სტაბილური პოზიციები უკავია. რეიტინგების შეფასებისას ასევე გათვალისწინებულია Silk Road-ის მოგებიანი საქმიანობა ფუფუნების კლასის სასტუმროებისა და კაზინოების მიმართულებით.

"აღნიშნული ბიზნესები წარმოქმნის მნიშვნელოვან ფულად ნაკადებს, რომლებიც, Fitch-ის მოლოდინით, ზოგადად საკმარისი იქნება Silk Road-ის საკუთრებაში არსებულ მიწებზე ახალი უძრავი ქონების პროექტების განვითარების დასაფინანსებლად.

რეიტინგები ასევე ეფუძნება ჩვენს მოლოდინს, რომ EBITDA-სთან მიმართებით წმინდა ლევერიჯი 2.5x-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება. თუმცა, ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულმა რისკებმა, უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებისადმი მნიშვნელოვანმა მგრძნობელობამ და საქართველოს ეკონომიკურმა გარემომ, რომელსაც „bb“ რეიტინგი აქვს მინიჭებული, შესაძლოა ლევერიჯის მაჩვენებლის გარკვეული მერყეობა გამოიწვიოს", - წერია შეფასებაში.

სარეიტინგო სააგენტოს თანახმად, Silk Road აქტიურად აფართოებს საქმიანობას უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის მიმართულებით, რაც ძირითადი პროექტების დასრულების შემდეგ საქმიანობის დივერსიფიკაციის გარკვეულ სარგებელს მოიტანს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში სააგენტო Moody’s-მა Silk Road Group-ის გრძელვადიანი კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი B1 დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი „სტაბილურიდან“ “პოზიტიურამდე” გაუმჯობესება.

"სილქ როუდ ჯგუფი" აერთიანებს სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტს" და სტუმარმასპინძლობის, უძრავი ქონების და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ ჰოლდინგის სხვა კომპანიებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს საფინანსო მომსახურებით დაკავებულმა კომპანიებმა ₾13.8 მილიარდის შემოსავალი მიიღეს - საქსტატი

2025 წელს საფინანსო მომსახურებით დაკავებულმა კომპანიებმა ₾13.8 მილიარდის შემოსავალი მიიღეს - საქსტატი

BM.GE

რა გავლენას მოახდენს რუსეთის ემბარგოს "გაფართოება" ქართველი გადამზიდავებზე|TCRC-ის ანალიზი

რა გავლენას მოახდენს რუსეთის ემბარგოს "გაფართოება" ქართველი გადამზიდავებზე|TCRC-ის ანალიზი

BM.GE

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო

BM.GE

რა პირობებით გაიცემა დევნილებზე 10 000 ლარი? - ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა

რა პირობებით გაიცემა დევნილებზე 10 000 ლარი? - ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა

BM.GE