მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ
ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 21:09|bm.ge

ყოველი წლის შემოდგომაზე ქონების გადასახადის დეკლარირების საკითხი ფიზიკური პირებისთვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. საჯარო სივრცეში გაფანტული ინფორმაცია და კანონმდებლობაში შესული ცვლილებების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია შესაძლო საგადასახადო ვალდებულებებში დამოუკიდებლად გარკვევას კიდევ უფრო ართულებს. ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხო საგადასახადო გარემოს უზრუნველსაყოფად, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“ დაინტერესებულ პირებს პროფესიონალურ დახმარებას სთავაზობს. „ლოიალტეს“ საგადასახადო მომსახურება, მომსახურებათა ფართო სპექტრს აერთიანებს - მათ შორის, საგადასახადო აუდიტს, კვალიფიციურ საგადასახადო კონსულტაციასა და დეკლარაციების ყოველთვიურ კონტროლს.

მნიშვნელოვანი სიახლე კანონმდებლობაში: 100 000-ლარიანი ზღვარი.

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის მიმართულებით არსებითი ცვლილებაა - შეღავათით სარგებლობის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. თუ გასულ წლებში დეკლარაციის წარდგენა ევალებოდათ პირებს, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა, წელს ეს ვალდებულება მხოლოდ ისეთ ფიზიკურ პირზე (მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირზე) გავრცელდება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ ქონებას და მისი ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 100 000 ლარს.

ეს მნიშვნელოვანია [!] თუ წინა საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილი გაქვთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, უფლება გაქვთ არ წარადგინოთ დეკლარაცია - საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაგარიცხავთ ქონების გადასახადს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით. ხოლო თუ წინა საანგარიშო წლის მიხედვით თქვენი შემოსავალი 100 ათას ლარს აღემატებოდა და მიმდინარე წელს აღარ წარმოგეშვათ ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, არაუგვიანეს 2 ნოემბრისა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ წარადგინოთ განაცხადი დეკლარაციის წარუდგენლობის შესახებ.

ვის უწევს დეკლარირება და რა შედის ოჯახის შემოსავლებში?

მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა მათთვის, ვისაც საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა. სხვა შემთხვევებში, 100 ათას ლარიანი ზღვრის დასადგენად, პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის (წინა კალენდარული წლის) განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მათ შორის:

• ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (მაგ.: საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები, დივიდენდი), ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში - დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; • ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; • დარიცხული (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის (2%) ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და არა ხელზე მისაღები ხელფასი.

ოჯახის წევრად ითვლება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. ასევე, პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან (რომელთაგან თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან).

საყურადღებოა, რომ ოჯახის შემოსავალში არ შეიტანება:

• მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე ოჯახის წევრებისგან მიღებული ქონების ღირებულება; • 2 წელზე მეტი ვადით პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; • საქველმოქმედო ორგანიზაციისგან სამედიცინო ხარჯების დასაფინანსებლად მიღებული სარგებელი; • დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობით მიღებული სარგებელი.

გაითვალისწინეთ რომ საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით იანგარიშება (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით იხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელო).

[მაგალითი: გიორგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, 2022 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. 2025 წელს მან აშშ-ში დაქირავებით მუშაობით 125 000 აშშ. დოლარი მიიღო, გიორგის მეუღლემ კი საქართველოში მუშაობით - 65 000 ლარი.

შეფასება: ვინაიდან ოჯახის შემოსავლებში არ შეიტანება უცხოეთის წყაროდან მიღებული შემოსავლები (125 000 $), გიორგის და მის მეუღლეს 2026 წელს არ მოუწევთ დასაბეგრ ქონებაზე წლიური ქონების გადასახადის წარდგენა.]

შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე ავტორიზაციის გარეშე ოჯახის შემოსავლის გასაანგარიშებლად იხილეთ შემოსავლების სამსახურის შემუშავებული გამომთვლელი, კუთვნილი გადასახადის გასაგებად კი ეწვიეთ ბმულს.

[!] გახსოვდეთ, რომ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება 2026 წლის 1 აპრილის მდგომარeოებით და შეიძლება მოგიწიოთ მაშინაც კი, თუ თქვენი ოჯახის შემოსავალი გასულ წელს 100 000 ლარს არ აღემატებოდა.

რას მოიცავს ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება?

დასაბეგრ ქონებას მიეკუთვნება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა), 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები, იახტები, შვეულმფრენები და თვითმფრინავები. ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და ლიზინგით გაცემული ქონება.

ფიზიკური ქონების გადასახადის დეკლარირების და გადასახადის გადახდის ვადები.

ფიზიკური პირი ვალდებულია ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო დასაბეგრ ქონებასა და მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხადოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

ვინაიდან 2026 წელს მითითებული ორივე თარიღი არასამუშაო დღეს (კვირა) ემთხვევა, დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გაგრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, შესაბამისად დეკლარაციის წარდგენას შეძლებთ 2 ნოემბრის, ხოლო ქონების გადასახადის გადახდას 16 ნოემბრის ჩათვლით.

ქონების გადასახადის სწორად ადმინისტრირება, განსაკუთრებით, ახლად მიღებული ცვლილების პირობებში, სპეციფიკურ ცოდნასა და დროს მოითხოვს. მიანდეთ ეს პროცესი პროფესიონალებს - დაუკავშირდით საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ დღესვე და ისარგებლეთ კომპანიის მაღალკვალიფიციური სერვისებით.

ექსპერტთა ჩართულობა მოგცემთ შესაძლებლობას, ზუსტად შეაფასოთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებები, აირიდოთ მოსალოდნელი ჯარიმები, მინიმუმამდე დაიყვანოთ საგადასახადო რისკები და უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის სტაბილური და უსაფრთხო განვითარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BP-ის მესამე კვარტალის მოგებამ პროგნოზს გადააჭარბა და $8.46 მილიარდი შეადგინა

BP-ის მესამე კვარტალის მოგებამ პროგნოზს გადააჭარბა და $8.46 მილიარდი შეადგინა

BM.GE

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება

BM.GE

თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა - ინვესტიცია $68 მილიონია

თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა - ინვესტიცია $68 მილიონია

BM.GE

შპს „ლილო-მოლის“ განცხადება

შპს „ლილო-მოლის“ განცხადება

BM.GE