
BP-ის მესამე კვარტალის მოგებამ პროგნოზს გადააჭარბა და $8.46 მილიარდი შეადგინა
ბრიტანულმა ენერგოგიგანტმა BP-მ 2026 წლის მესამე კვარტალში ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა და $8.46 მილიარდის წმინდა მოგება დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა $2.2 მილიარდი შეადგინა. საყურადღებო ფაქტია, რომ გლობალური ენერგეტიკული კრიზისისა და შემოსავლების ზრდის ფონზე ნავთობკომპანიის საოპერაციო ფულადმა ნაკადმა $14.8 მილიარდს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჭარბი კაპიტალის ეფექტიანი გადანაწილების შედეგად, კომპანიამ წმინდა ვალი $8.4 მილიარდით შეამცირა. მიმდინარე მონაცემებით, კომპანიის წმინდა ვალმა მხოლოდ $13.9 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებლით BP-მ ვალის შემცირების მიზნობრივ ნიშნულს განსაზღვრულ ვადაზე ერთი წლით ადრე მიაღწია.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მეგ ო'ნილმა განაცხადა, რომ BP-მ ვალისა და სტრუქტურული ხარჯების შემცირების ამოცანები უკვე შეასრულა. მან ასევე დასძინა, რომ მენეჯმენტი 2027 წლისთვის განსაზღვრული დარჩენილი ორი ძირითადი ფინანსური მიზნის მიღწევის მკაფიო შესაძლებლობას ხედავს.
BM.GE
წყარო: bm.ge