მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 00:53|bm.ge

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ და იქვე დასძინა, რომ შედეგად, 81 000 მოქალაქეს არ მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პირველ სექტემბერს BMG-ის განუცხადა, რომ ოთხ შესაძლო მოდელზე მიმდინარეობდა მსჯელობა და უახლოეს მომავალში ქონების გადასახადის განახლებული მოდელი საზოგადოებას კანონპროექტის სახით წარედგინებოდა და მას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებენ.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

• ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი; • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი; • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი. • ჯამი - 120,783,740 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • შეღავათები მოქალაქეებისთვის - ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან? „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხებარუსთავი 2
  • ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზრდებატვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
ქონების →

მსგავსი სტატიები

ბათუმის ნავთობტერმინალმა 2017 წლის შემდეგ გადატვირთვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია

ბათუმის ნავთობტერმინალმა 2017 წლის შემდეგ გადატვირთვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია

BM.GE

რამდენი მილიარდი დახარჯა ამერიკამ ირანთან ომში?

რამდენი მილიარდი დახარჯა ამერიკამ ირანთან ომში?

BM.GE

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკებმა ამერიკიდან ოქროს რეზერვების გატანა დაიწყეს

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკებმა ამერიკიდან ოქროს რეზერვების გატანა დაიწყეს

BM.GE

რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთიდან გასვლაზე - რა წერია კარდიფის დეკლარაციაში?

რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთიდან გასვლაზე - რა წერია კარდიფის დეკლარაციაში?

BM.GE