მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ ვალებზე განცხადებას ავრცელებს
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ ვალებზე განცხადებას ავრცელებს

ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ ვალებზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE25 აგვისტო, 2026, 16:21|bm.ge

ფონდი "ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან, ანუ "ვალების განულების" პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდი პასუხობს უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, იმაზე რომ კონკრეტულ პირებს ამ ვალების დაბრუნებას კვლავ სთხოვენ.

აღნიშნული პროექტი ფონდმა 2018 წლის ბოლოს განახორციელა და მის ფარგლებში მოქალაქეებს 2000 ლარამდე გადაუხდელი დავალიანებები და მათზე დარიცხული ჯარიმები და საურავები ჩამოეწერათ. ჩამოწერა მხოლოდ იმ ფინანსურ ორგანიზაციებში მოხდა, რომლებიც "ქართუსთვის" ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მიყიდვას დათანხმდნენ.

ფონდის განმარტებით, „თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“.

„ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას.

მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების ოთხი მილიარდ ას ოთხი მილიონ ოთხას ოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი (4’104'429’484) ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები.

ამ უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა 615 164 პირის 1 387 296 ლარის სესხის პატიება.

პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდავოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო.

ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა 2000 ლარს და რომელთა მიმართებითაც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.

აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან.

ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.

„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა.

ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში.

ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აჰყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

BM.GE

საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 141 მლნ ლიტრს მიაღწია - TBC Capital

საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 141 მლნ ლიტრს მიაღწია - TBC Capital

BM.GE

ბიტკოინის ფასმა 81,000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა 81,000 დოლარს გადააჭარბა

BM.GE

ინვესტორის მოთხოვნები დეველოპერულ პროექტზე: რატომ არის მათი გათვალისწინება წარმატების მთავარი წინაპირობა?

ინვესტორის მოთხოვნები დეველოპერულ პროექტზე: რატომ არის მათი გათვალისწინება წარმატების მთავარი წინაპირობა?

BM.GE