მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დაინგრევა და ახალი პროექტი განხორციელდება - კახა კალაძე
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დაინგრევა და ახალი პროექტი განხორციელდება - კახა კალაძე

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დაინგრევა და ახალი პროექტი განხორციელდება - კახა კალაძე

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 17:36|bm.ge

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის სრული დემონტაჟი მოხდება და მის მაგივრად ახალი აშენდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალიტეტი გვერდზე სადარბაზოებისა მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი პროექტის განხორციელებისთვის მზადაა.

"28 ოჯახი, 143 ადამიანი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას - აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, თუ სურვილი ექნებათ, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძე ერთად მოინახულა.

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს - 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთფორმულა
  • მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზენეტგაზეთი
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ - თამაზ დათუნაშვილიტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად  უპრეცედენტოდ დაბალ ფასად

m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად  უპრეცედენტოდ დაბალ ფასად

BM.GE

ქართული MICE ტურიზმი ბარსელონაში - IBTM World Barcelona 2026-ზე საქართველოდან 10 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა

ქართული MICE ტურიზმი ბარსელონაში - IBTM World Barcelona 2026-ზე საქართველოდან 10 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა

BM.GE

წლის ყველაზე მასშტაბური ავტოაუქციონი - 50+ ავტომობილი და საწყისი ფასები $1,000-იდან

წლის ყველაზე მასშტაბური ავტოაუქციონი - 50+ ავტომობილი და საწყისი ფასები $1,000-იდან

BM.GE