მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ

კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ

ფორმულა|formulanews.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტს სასტუმროები უკვე მობილიზებული აქვს. ამასთან, მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება საჭირო.

„ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ“, — განაცხადა კალაძემ.

ფონიჭალაში, ხუთსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ დრომდე შვიდ ადამიანს ეძებენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

შემთხვევის ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საფრთხეც.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზეBM.GE
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ - თამაზ დათუნაშვილიტვ პირველი
  • კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძენეტგაზეთი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილი

ფორმულა

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი

ფორმულა

„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს“ — ირაკლი ღლონტი ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობაზე წერს

„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს“ — ირაკლი ღლონტი ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობაზე წერს

ფორმულა

ნავთობქარხნების დაზიანების გამო რუსეთი ბენზინის ექსპორტიდან იმპორტზე გადავიდა

ნავთობქარხნების დაზიანების გამო რუსეთი ბენზინის ექსპორტიდან იმპორტზე გადავიდა

ფორმულა