მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დაინგრევა და აშენდება ახალი - კახა კალაძე
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დაინგრევა და აშენდება ახალი - კახა კალაძე

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დაინგრევა და აშენდება ახალი - კახა კალაძე

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 17:36|bm.ge

ქვემო ფონიჭალაში მოხდება აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის სრული დემონტაჟი და მის მაგივრად ახალი აშენდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალიტეტი გვერდზე სადარბაზოების მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი პროექტის განხორციელებისთვის მზადაა.

"ამჟამად 28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, თუ სურვილი ექნებათ, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად მოინახულა.

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან" - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთფორმულა
  • მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზენეტგაზეთი
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ - თამაზ დათუნაშვილიტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

BM.GE

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

BM.GE

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

BM.GE