მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 14:59|bm.ge

თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური BM.GE-სთან საუბრისას მიზეზს ჯერ არ ასახელებს.

უწყების ინფორმაციით, მაშველებმა კორპუსიდან სამი დაშავებული გამოიყვანეს. სამივე კონტაქტურ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

აფეთქების შემდეგ კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ უზბეკეთთან 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი - რას მოიცავს დოკუმენტი?

საქართველომ უზბეკეთთან 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი - რას მოიცავს დოკუმენტი?

BM.GE

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

BM.GE

დაზღვევის სფეროში მომხმარებლების საჩივრები ბოლო სამი წელია, 3-4-ჯერ გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის სფეროში მომხმარებლების საჩივრები ბოლო სამი წელია, 3-4-ჯერ გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

BM.GE

ჩიკაგოში U.S. PRIVATE LABEL TRADE SHOW-ზე საქართველოს პავილიონი მოეწყო - მონაწილეები

ჩიკაგოში U.S. PRIVATE LABEL TRADE SHOW-ზე საქართველოს პავილიონი მოეწყო - მონაწილეები

BM.GE