მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა
ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 15:14|bm.ge

საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი 10 თვეში 57.2%-ით, 4 მილიარდ 141 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 60.2% შეადგინა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 მილიარდ 874 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6% შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში გადაზიდვები ყველაზე მეტად სირიაში გაიზარდა, რაც საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული.

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის წილიც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, მესამეზე კი - ფეროშენადნობები. ექსპორტირებულ ადგილობრივ საქონელში კლება ღვინისა და სპირტიანი სასმელების გადაზიდვებშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

BM.GE

10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი

10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი

BM.GE

საქართველომ უზბეკეთთან 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი - რას მოიცავს დოკუმენტი

საქართველომ უზბეკეთთან 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი - რას მოიცავს დოკუმენტი

BM.GE

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

BM.GE