მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზი
Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზი

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზი

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 20:10|bm.ge

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს. მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი ქონების შეფასება 2025 წელს $2.7 მილიარდამდე შეამცირა.

განსხვავებული ვითარებაა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პროფილი გასულ წელს, $6.5-მილიარდიანი შეფასებით წაიშალა და ის ამჟამად ამ რეიტინგში საერთოდ აღარ არის.

Bloomberg-ის ტერმინალის გასული წლის მონაცემებით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა და 3.6 მილიარდი იყო. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანს შორის კი 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარაა, როცა მისი ქონება 6.3 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. [ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია]. ბიძინა ივანიშვილის ქონების ცვლილება Forbes-ის მიხედვით:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • "სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა... ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის" - მიხეილ სააკაშვილიტვ პირველი
  • დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეაფორმულა
  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

BM.GE

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

BM.GE

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

BM.GE

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

BM.GE