მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფოთის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა | 8 თვის სტატისტიკა
ფოთის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა | 8 თვის სტატისტიკა

ფოთის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა | 8 თვის სტატისტიკა

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 14:40|bm.ge

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2026 წლის პირველი 8 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ფოთის საზღვაო ნავსადგურში როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური და საბორნე ტვირთების ნაკადის ზრდა დაფიქსირდა.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 8 თვის მთავარი სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგნაირია:

• საკონტეინერო გადაზიდვები: ჯამში დამუშავდა 464,605 TEU კონტეინერი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით მეტია. წლის განმავლობაში პიკური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა - 65,759 TEU. • მიღებული გემების რაოდენობა: ნავსადგურმა 8 თვეში 291 საკონტეინერო გემი მიიღო (2025 წლის 8 თვეში - 239 გემი). მათგან მხოლოდ აგვისტოს თვეში - 38 გემი. • გენერალური ტვირთები: დამუშავდა 297,361 ტონა გენერალური ტვირთი, რაც წინა წელთან შედარებით 55%-იან ზრდას წარმოადგენს. • საბორნე გადაზიდვები: საბორნე გემებით მიღებული ტვირთის მოცულობამ 143,454 ტონა შეადგინა (2025 წლის 8 თვეში - 113,060 ტონა).

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სეზონი ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა. ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდში ტვირთბრუნვამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის ზაფხულის მაჩვენებლებს:

ტვირთის ტიპი 2025 წლის ზაფხული 2026 წლის ზაფხული საკონტეინერო (TEU) 176,272 187,524 გენერალური ტვირთი (ტონა) 62,733 136,504

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

BM.GE

"სილქ როუდ ჯგუფი" DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - გიორგი რამიშვილი

"სილქ როუდ ჯგუფი" DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - გიორგი რამიშვილი

BM.GE

"რუსებმა კოკა-კოლას ქარხანას დრონებით დაარტყეს" - ზელენსკი

"რუსებმა კოკა-კოლას ქარხანას დრონებით დაარტყეს" - ზელენსკი

BM.GE

ეკონომიკის სამინისტრომ იაპონიის ციფრულ სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

ეკონომიკის სამინისტრომ იაპონიის ციფრულ სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

BM.GE