
"სილქ როუდ ჯგუფი" DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - გიორგი რამიშვილი
„სილქ როუდ ჯგუფი“ DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის VIII სეზონის გახსნის შემდეგ განუცხადა.
„DATA-ცენტრის მშენებლობა დაიწყება სექტემბერში. დაახლოებით 10 თვეში გაიხსნება, ძალიან კარგი ტემპით მიდის დაგეგმვის პროცესი. ორსართულიან შენობაში 2-მეგავატიანი დატაცენტრი განთავსდება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა რამიშვილმა.
საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის "სილქნეტის" მიერ $30 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ქლაუდ სერვისების DATA- ცენტრის მშენებლობის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა. ეს ქვეყანაში პირველი AAA+ კატეგორიის დატა ცენტრი იქნება, რომელიც უმსხვილეს მომხმარებლეს სასერვერო მომსახურებას გაუწევს. ბიზნესმენის თქმით, ეს ჯგუფის მიერ "სილქნეტის ციფრული ეკოსისტემის განვითარებას და გაძლიერებას" ემსახურება, რაც ფინტექს, ციფრულ - სილქ ბანკს და ბევრ სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს.
BM.GE
წყარო: bm.ge