მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფრანგული ავიამზიდი ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება - რატომ?
ფრანგული ავიამზიდი ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება - რატომ?

ფრანგული ავიამზიდი ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება - რატომ?

BM.GE8 მაისი, 2026, 02:41|bm.ge

ფრანგულმა ავიამზიდმა, Charles de Gaulle-მა, სუეცის არხი გადაკვეთა და წითელ ზღვაში შევიდა. ხომალდი ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება, სადაც ის ნავიგაციის აღდგენის მასშტაბურ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ირკვევა, პარიზი აპრილში დაწყებული ფრანგულ-ბრიტანული ინიციატივის დაჩქარებას ცდილობს. ცნობისთვის, იმ პროცესში, რომელიც მიზნად სტრატეგიულ მარშრუტზე მოძრაობის განახლებას ისახავს, 51 ქვეყანა მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურს, თუმცა კონფლიქტში ჩართვას ერიდება. ემანუელ მაკრონის განმარტებით, დასახელებული მისია მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს. ამასთან, პარიზი ირანსა და აშშ-ს შორის მედიაციის წინადადებით გამოდის. ფრანგული მხარის ინიციატივა სრუტეში გემების გატარებას და სანაცვლოდ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, სრუტის ბლოკადამ ევროპაში ენერგეტიკული და კომერციული კრიზისი გამოიწვია. ამ ფაქტს დაემატა ისიც, რომ სამშაბათს საღამოს ჰორმუზის სრუტეში ფრანგული კომპანია CMA-CGM-ის კუთვნილი გემი დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნედლი ნავთობის დაახლოებით 20% მოდის. რეგიონში საზღვაო მიმოსვლა კი მას შემდეგ შეიზღუდა, რაც 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE