მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

BM.GE8 ივნისი, 2026, 12:42|bm.ge

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, აპრილის შუა რიცხვებში, გზაზე ზვავები და ჩამონაშალები ჩამოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა სპეციალური ტექნიკა.

„სტიქიური პროცესების გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეიზღუდა და გზის გახსნის სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ვითარების გათვალისწინებით, კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებითი ტექნიკის მობილიზებით გზის უკვე გაწმენდილი მონაკვეთების ხელმეორედ წმენდა დაიწყო. სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის დამატებითი ტექნიკა ზვავსაშიშ მონაკვეთებზეა მობილიზებული.

ამჟამად სამუშაოები გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ მიმდინარეობს ექსკავატორებით, დამტვირთველებითა და ბულდოზერებით. რელიეფისა და გზის განსაკუთრებული სირთულის გამო, სხვა ტიპის მძიმე სპეციალური ტექნიკის გამოყენება აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ზოგიერთ ზვავსაშიშ უბანზე თოვლის მასის სიმაღლე 15 მეტრსაც კი აღემატება.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზამთრის პერიოდში გადაადგილება რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო აკრძალულია. წლის დანარჩენ პერიოდში კი გზით სარგებლობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გამორჩეულ მაღალმთიან საავტომობილო გზად მიიჩნევა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, კიდევ უფრო ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბებას შევძლებთ - სონღულაშვილი

სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, კიდევ უფრო ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბებას შევძლებთ - სონღულაშვილი

BM.GE

Cryptal FUTURUM Payments Georgia 2026-ის პარტნიორი გახდა

Cryptal FUTURUM Payments Georgia 2026-ის პარტნიორი გახდა

BM.GE

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-11 ივნისს?

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-11 ივნისს?

BM.GE

ოქრო გაუფასურებას განაგრძობს

ოქრო გაუფასურებას განაგრძობს

BM.GE