მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე
FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე

FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე

BM.GE2 მაისი, 2026, 15:45|bm.ge

ლონდონის საფონდო ბირჟის შტაბ-ბინის ატრიუმი ყოველ სამუშაო დღეს, 8:00 საათზე - სავაჭრო დღის გახსნის, 16:30-ზე კი ბაზრის დახურვის ცერემონიას მასპინძლობს.

თუკი ათწლეულების წინ საფონდო ბირჟა რეალური ზარის დარეკვით იხსნებოდა ან იხურებოდა, ეს ტრადიცია ახლა თანამედროვე ინსტალაციებმა ჩაანაცვლა - გიგანტურ ეკრანებზე აქციები მზის სისტემის სტილში გამოისახება, ცერემონია კი მოწვეული კომპანიებისთვის, ბაზრის მოთამაშეებისა თუ სტეიქჰოლდერებისთვის სიმბოლურ ღონისძიებად იქცა, სადაც განსაკუთრებული მოვლენები აღინიშნება.

ამ სტატიაში გიამბობთ FTSE 100-ში შემავალ რამდენიმე კომპანიაზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს ლონდონის საფონდო ბირჟა მნიშვნელოვანი მიღწევის აღსანიშნავად გახსნა ან დახურა.

AstraZeneca PLC - გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი კომპანია

FTSE 100-ის სათავეში საბაზრო კაპიტალიზაციით AstraZeneca დგას. 2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით £210 მილიარდია. კომპანია 1999 წელს შვედეთის Astra AB-სა და გაერთიანებული სამეფოს Zeneca Group-ის შერწყმით ჩამოყალიბდა. მის ორმაგ ბრიტანულ და შვედურ მემკვიდრეობას LSE-სა და Nasdaq-ზე ორმაგი ლისტინგიც ასახავს. AstraZeneca-ს ლონდონის საფონდო ბირჟის ცერემონიები კი ხშირად განსაკუთრებული სიმბოლურ რეზონანსს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-მ LSE-ზე სავაჭრო დღის გახსნის ცერემონია 2024 წელს სამეცნიერო ინოვაციების 25 წლის იუბილეს მიუძღვნა და ინვესტორებს მეოთხე კვარტალისა და 2023 წლის სრული წლის ფინანსური შედეგები გააცნო.

“კომპანია დიდ ძალისხმევას დებს მეცნიერების საზღვრების გაფართოებაში, რათა ახალი მედიკამენტები შექმნას. დღეს მან გრძელვადიანი ზრდის სტრატეგიის მიმართულებით მიღწეული პროგრესიც გვიჩვენა” - ნათქვამია ლონდონის საფონდო ბირჟის 2024 წლის განცხადებაში.

HSBC Holdings PLC - ევროპის ყველაზე დიდი ბანკი საბაზრო კაპიტალიზაციით

HSBC Holdings PLC ევროპის მასშტაბური ფინანსური ინსტიტუტია. 1865 წელს Hongkong and Shanghai Banking Corporation-ის სახელწოდებით დაარსებული კომპანია, რომლის მიზანი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის დაფინანსების ზრდა იყო, დღეს 58 ბაზარზე დაახლოებით 41 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და 210 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საბაზრო კაპიტალიზაციით ის ევროპის ყველაზე დიდ ბანკად ითვლება და 2025 წლის მდგომარეობით FTSE 100-ის სიაში მეორე კომპანიაა.

კომპანიას ლონდონის საფონდო ბირჟასთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, იგი 1984 წლიდან FTSE 100-ის შემადგენლობაშია. ლონდონის საფონდო ბირჟის გახსნისა და დახურვის ცერემონიებში კი HSBC-ის მონაწილეობა, როგორც წესი, ძირითად სტრატეგიულ მოვლენებს ემთხვევა.

სულ ახლახან HSBC-მ სავაჭრო დღის დაწყების ცერემონიით 160 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ბიზნეს ლიდერები, მრავალწლიანი პარტნიორები, კლიენტები და ბაზრის სხვა მონაწილეები ესწრებოდნენ.

Shell PLC - გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი კომპანია შემოსავლით

Shell გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრიის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კომპანია სათავეს 1897 წელს ლონდონში დაარსებული Shell Transport and Trading Company-დან იღებს. ორი კომპანია 1907 წელს Royal Dutch Shell-ის სახელწოდებით გაერთიანდა; 2022 წელს კორპორატიული სტრუქტურა გაამარტივა და Shell PLC სახელი მიიღო, შტაბ-ბინა და საგადასახადო საქმიანობა კი გაერთიანებულ სამეფოში გადაიტანა.

შემოსავლის მიხედვით, Shell გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი კომპანიაა. 2025 წლის მონაცემებით, მისი გაყიდვები დაახლოებით $283,8 მილიარდს უტოლდება. FTSE 100-ში კი საბაზრო კაპიტალიზაციით კი მესამე ადგილზეა.

ლონდონის საფონდო ბირჟის ცერემონიებში Shell-ისთვის მნიშვნელოვანი მომენტი 2022 წელს მის “რედომიციაციას” და რებრენდინგს უკავშირდება, ამავე დროს დაიწყო გამარტივებული სტრუქტურის, ერთჯერადი აქციებით ვაჭრობაც. ცერემონია კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ ბირჟის ყველაზე გამორჩეული „blue chip“ კომპანიები მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის მატარებლები არ არიან - ისინი დინამიკური ორგანიზაციებიც არიან, რომლებიც გარემოებების ცვლილებას ერგებიან და ამავდროულად საკუთარ როლს ბრიტანეთის კაპიტალის ბაზარზე მყარად ინარჩუნებენ.

Unilever PLC - სამომხმარებლო პროდუქციის გლობალური გიგანტი

Unilever FTSE 100-სა და მომხმარებელთა ცხოვრებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. 1929 წელს ბრიტანული Lever Brothers-ისა და ნიდერლანდური Margarine Unie-ს გაერთიანებით ჩამოყალიბებული კომპანია დღეს 190-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. მისი პორტფელი მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Dove, Lipton, Hellmann's, Domestos და სხვა მრავალი. FTSE 100-ში საბაზრო კაპიტალიზაციით მეოთხე ადგილი კი კომპანიის 8 უიგლობალური ქსელის სიძლიერეს ნათლად ასახავს.

Unilever-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟის ურთიერთობა ხანგრძლივია. კომპანია 1984 წელს ინდექსის დაარსებიდანვე FTSE 100-ის სიაში იმყოფება. 2020 წელს კი Unilever-მა 90 წლის იუბილე და კორპორაციული რესტრუქტურიზაცია სწორედ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღნიშნა.

GSK PLC - ფარმაცევტული პიონერი ბრიტანულ მეცნიერებაში

GSK (ყოფილი GlaxoSmithKline) კვლევაზე დაფუძნებული წამყვანი ფარმაცევტული კომპანია და ვაქცინის მწარმოებელია. კომპანიის ისტორია თანამედროვე ბრიტანული ფარმაცევტული ისტორიის კვალდაკვალ განვითარდა: Glaxo 1995 წელს Burroughs Wellcome-ს შეუერთდა, შემდეგ, 2000 წელს, SmithKline Beecham-ს (ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორატიული შერწყმა იყო ბრიტანულ ისტორიაში).

2022 წელს კომპანიამ GSK სახელი მიიღო, 2024 წელს კი £31,4 მილიარდის შემოსავალი იანგარიშა. ბრენტფორდში, დასავლეთ ლონდონში განთავსებული GSK, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 70 000 ადამიანს ასაქმებს.

ლონდონის საფონდო ბირჟის ცერემონიებში GSK-ის მონაწილეობა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა, მათ შორის განსაკუთრებულია 2022 წელს კომპანიისგან Haleon-ის, სამომხმარებლო ჯანდაცვის მიმართულების, გამოყოფის პერიოდი, რაც ლონდონის ყველაზე დიდ ლისტინგად, ევროპაში კი ათწლეულის ყველაზე დიდ IPO-დ იქცა.

ცერემონია და ტრადიცია

ზემოთ წარმოდგენილი ხუთი კომპანია მხოლოდ მცირე ნაწილია FTSE 100-ში შემავალი კორპორაციებისა, რომლებმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ ტრადიციულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს. ენერგეტიკული გიგანტებიდან - სამომხმარებლო კომპანიებამდე, გლობალური ბანკებიდან - ფარმაცევტულ ინოვატორებამდე ყოველი ასეთი ცერემონია ისტორიის მნიშვნელოვან მომენტს აღნიშნავს.

გლობალური ბაზრების უწყვეტი ტრანსფორმაციის პირობებში — გეოპოლიტიკური ცვლილებების თუ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის დაწყებისა თუ დახურვის ცერემონიები ფინანსური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოდ რჩება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი

BM.GE

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება

BM.GE

"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე

"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე

BM.GE

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

BM.GE