მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფულის გათეთრებისთვის სების მიერ დაწესებული ჯარიმები გაათმაგდა და 9.6 მლნ ლარი შეადგინა
ფულის გათეთრებისთვის სების მიერ დაწესებული ჯარიმები გაათმაგდა და 9.6 მლნ ლარი შეადგინა

ფულის გათეთრებისთვის სების მიერ დაწესებული ჯარიმები გაათმაგდა და 9.6 მლნ ლარი შეადგინა

BM.GE5 მაისი, 2026, 18:40|bm.ge

2025 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 9.6 მილიონი ლარის ჯარიმები დაუწესა - ამის შესახებ სების მიერ პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ფულადი ჯარიმების მოცულობა 2024 წელთან შედარებით (961,000 ლარი) გაათმაგებულია. კერძოდ კი ჯარიმების უდიდესი ნაწილი მოდის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე, თუკი 2024 წელს მათ ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის - რაც ძირითადად მსხვილ ტრანზაქციებში მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დარღვევას უკავშირდება, დაწერილი ჯარიმები მხოლოდ 45,000 ლარი იყო, 2025 წელს 7.87 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ჯარიმებიც 181,000 ლარიდან 330,000 ლარამდე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კი ჯარიმების მოცულობა 314 ათასი ლარიდან 287 ათას ლარამდე შემცირდა. ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს კი სებმა 470 ათასი ლარის ჯარიმები დაუწესა (2024 წელს სები ამ ორგანიზაციებს არ არეგულირებდა).

ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის ეროვნული ბანკის მიერ 2025 წელს დაწერილი ჯარიმები:

• ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 7 867 150 ლარი; • სესხის გამცემი სუბიექტი 497 000 ლარი; • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი 470 000 ლარი; • კომერციული ბანკი 330 000 ლარი; • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 287 200 ლარი; • საბროკერო კომპანია 71 600 ლარი; • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 60 000 ლარი; • საინვესტიციო ფონდი 4 000 ლარი; • აქტივების მმართველი კომპანია 2 000 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებსრუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE