მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოცდახმარება შეუწყდა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
"გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოცდახმარება შეუწყდა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოცდახმარება შეუწყდა" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

BM.GE25 მაისი, 2026, 23:45|bm.ge

"დღეისათვის, გადამოწმებული გვყავს, დაახლოებით, 32 000 ოჯახი და ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე - გადამოწმებული ოჯახების ნახევარს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს საარსებო შემწეობა შეუწყდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, გადამოწმებული ოჯახების ნაწილი აღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდა.

„როდესაც ჩვენ მიმდინარე წლის თებერვალში სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დავიწყეთ, ბაზაში იყო დაახლოებით, 158 ათასი ოჯახი. აქ საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც იღებდნენ საარსებო შემწეობას. ეს იყო 700 ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ გადამოწმება დავიწყეთ 20 თებერვლიდან. დღეისთვის გვყავს გადამოწმებული, დაახლოებით, 32 000 ოჯახი და ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე.

ნაწილმა დაძლია სიღარიბე და ამ წუთას ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა. დაწყებული გადამოწმებების ფონზე, ამ წუთის მონაცემებით, მათ ნახევარს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს შეუწყდა საარსებო შემწეობა“, - განაცხადა ირინა წაქაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE