მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადასარეკი გზების და საძოვრები გამოწვევად რჩება - რა განიხილა სექტორმა მინისტრთან შეხვედრაზე?
გადასარეკი გზების და საძოვრები გამოწვევად რჩება - რა განიხილა სექტორმა მინისტრთან შეხვედრაზე?

გადასარეკი გზების და საძოვრები გამოწვევად რჩება - რა განიხილა სექტორმა მინისტრთან შეხვედრაზე?

BM.GE29 მაისი, 2026, 21:31|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წვრილფეხა მესაქონლე ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა.

სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო გადასარეკი გზებისა და საძოვრების ხელმისაწვდომობის, ჯიშთა სელექციის მნიშვნელობის საკითხებს, ასევე, დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ისეთი ფორმით მოდიფიცირების აუცილებლობას, რომ შეესაბამებოდეს სექტორის რეალურ გამოწვევებს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„წვრილფეხა მესაქონლეობის სექტორის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სექტორის საჭიროებებზე დროული რეაგირების და ეფექტიანი მართვის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის პირობებში განისაზღვროს მექანიზმები, რომელიც სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით გაიმართება, კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი უხელმძღვანელებს.

„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, BM.GE-სთან ამბობს, რომ გამოწვევების გადაჭრა შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა, თავის მხრივ კი მზად არიან ჩართულობისთვის. მისივე ინფორმაციით, გამოსავალზე ან ვადებზე სამინისტროსგან კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

"გადასარეკი ტრასები პრობლემაა, საძოვრებზე ხელმისაწვდომობა არის პრობლემა. [სამინისტროსგან] კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. გვაქვს ის, რომ ვიმუშავებთ ერთად, მოვაგვარებთ და დანარჩენი ვნახოთ.

ამ სეზონზე გადარეკვისას გაგვიხსნეს გზა და შემოდგომაზე უკან გადმორეკვის დროს, თუ არ მოგვარდა, ისევ პრობლემები გვექნება და იმედი მაქვს, რომ მოგვარდება",- ამბობს ბექა გონაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE